თაღლითობა, მოპარული, როლს-როის გოსთი, მერსედეს-ბენცი ჯი-კლასი, შევროლეტ კორვეტი, ასტონ მარტინი დიბიექსი
Aa
Aa

მძარცველები $2.5 მილიონის მოპარულ მანქანებს ვეგბვერდზე აქირავებდნენ

აშშ-ის ერთ-ერთ შტატში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს, რომელიც მრავალმილიონიანი თაღლითობის სქემის უკან იდგა. საქმე იმაშია, რომ თაღლითები $2.5 მილიონის ღირებულების, ჯამში 29 მდიდრულ მანქანას ფლობდნენ და მათ, პოპულარული პლატფორმის, Turo-ს საშუალებით აქირავებდნენ.

"ოპერაცია ესკალაციის შეცვლის" ფარგლებში, როგორც მას უწოდეს, ორ ათეულზე მეტი მანქანა აღმოაჩინეს, რომელთაგანაც ნაწილს საიდენტიფიკაციო ნომერი შეცვლილი ჰქონდა. დეპარტამენტის განცხადებით, ნაპოვნი მანქანების უმეტესობა მოპარვიდან ერთი კვირის პერიოდში Turo-ზე, გაქირავების ვებსაიტზე აღმოჩნდა.

ამოღებულ მანქანებს შორისაა: Chevrolet Corvette, Rolls-Royce Ghost, Aston Martin DBX და Mercedes-Benz G-Class. გარდა ამისა, ოფიცრებმა ჩხრეკისას ნაღდი ფული და იარაღი ამოიღეს. დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

ავტომობილების გაქირავების პლატფორმამ, ეჭვმიტანილების დაკავებაში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ დამნაშავეს არიზონას საავტომობილო დეპარტამენტთან ჰქონდა წვდომა, რის გამოც, ვებგვერდზე მანქანების ლეგალურად განთავსება მოახერხა.

Turo-ს სპიკერის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები კომპანიისთვის ძალიან დიდი იშვიათობაა და მომხდარზე ინფორმაციის შესვლიდან, მათი მთავარი საზრუნავი დანაშაულის უკან მდგომი სქემის გამოვლენა გახდა.

მსგავსი სიახლეები