ფერარი, ფერარი 296 ჯითიბი, სპორტქარი, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

Ferrari მოიგო | რომელი მოდელი გადასცეს UFC-ის ცნობილ მებრძოლს

გასულ შაბათ-კვირას, ნიუ-იორკში, Fanatics Games-ზე, ორმოცდაათამდე ცნობილი სახე, მათ შორის სპორტსმენები, ერთმანეთს უცნაური შეჯიბრებების სერიაში დაუპირისპირდნენ. Fanatics Games-ის წლევანდელ მონაწილეებს შორის იყვნენ ლებრონ ჯეიმსი, კოდი როუდი, ჯეიდენ დანიელსი, კევინ კოსტნერი, ჯონ სენა და არაერთი სხვა ცნობილი ადამიანი, რომლებიც მთავარი პრიზისთვის, $1 მილიონისთვის იბრძოდნენ.

თუმცა არანაკლებ სოლიდური იყო მეორე ადგილისთვის განკუთვნილი საპრიზო კატეგორია, რომელსაც UFC-ის ცნობილი მებრძოლი, ჯასტინ გეიჯი დაეუფლა. გეიჯიმ წარმატებით ასპარეზობისთვის 2025 წლის Ferrari 296 GTB დაიმსახურა.

2025 წლის Ferrari 296 GTB იტალიელი ავტომწარმოებლის შუაძრავიანი, ორადგილიანი სპორტქარია, რომელიც უახლესი, 120-გრადუსიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი. მოდელში V6 ძრავა დამუხტვად ელექტროძრავასთანაა დაწყვილებული, რომელთა საშუალებითაც, ავტომობილი ჯამურად 819 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედეგად, Ferrari 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.9 წამში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 330 კმ/სთ-ზე აღწევს.

ყოველწლიური თამაშების წლევანდელი გამარჯვებული ტომ ბერდი გახდა, რომელმაც შეჯიბრებების განმავლობაში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და $1 მილიონსაც დაეუფლა. რაც შეეხება გეიჯის ახალ Ferrari-ის, მისი ღირებულება ოფიციალური წყაროების თანახმად, $300 000-დან იწყება.

296 GTB-ის მოდელი Ferrari-სთვის რევოლუციური მოდელია, რაც სწორედ მისი 120-გრადუსიანი ძრავის დამსახურებაა. V6 120°-იანი ძრავა V6 ძრავის კონფიგურაციაა, რომელშიც ცილინდრების ორ რიგს შორის კუთხე 120 გრადუსია. ეს დიზაინი მასობრივი წარმოების ავტომობილებში იშვიათობაა, რადგან შედარებით ფართო ფორმის ძრავების სტანდარტულ ავტომობილებში მოთავსება უფრო რთული პროცესია. ამის მიუხედავად, ითვლება, რომ მსგავსი დიზაინი ძრავით ავტომობილი ბევრად სტაბილური ხდება და მის მართვასაც აადვილებს.

 

მსგავსი სიახლეები