ბუგატი, ბუგატი ვეირონი, ყველაზე სწრაფი მანქანები, ულთიმეით აერო
Aa
Aa

2000-იანი წლების უსწრაფესი სუპერქარი რობოტმა დინოზავრებმა გასართობი შოუსთვის გაანადგურეს

ოცი წლის წინ, Bugatti-მ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მასობრივი წარმოების ავტომობილი, Veyron-ი წარუდგინა, მაქსიმალური სიჩქარე 410 კმ/სთ დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდიც დაიმსახურა. თუმცა გავიდა ორი წელი და ამერიკულმა SSC-მ - კომპანიამ, რომელიც იმ დროისთვის ათი წელიც კი არ არსებობდა - 410-კმ/სთ-იანი ნიშნული დაამხო და Veyron-ს წოდებაც ჩამოართვა.

ეს ყველაფერი 2007 წელს მოხდა, ამერიკული სუპერქარი კი, Ultimate Aero გახლდათ. დღეს სწორედ ეს ავტომობილი კარბონისა და ჯართის ნაზავად იქცა. გასულ კვირას ის მონსტრ-ფურგონმა გაანადგურა, შემდეგ კი, რობოტმა დინოზავრმა ცეცხლი წაუკიდა. ეს ყველაფერი უბრალოდ გასართობი ღონისძიების ნაწილი იყო და ერთ დროს მსოფლიოს უსწრაფესი სუპერქარიც მხოლოდ და მხოლოდ ტრიუკს შეეწირა.

ეს ყველაფერი შაბათ-კვირას ვაშინგტონის Tri-City Raceway-ზე, Thunder at the Mountain-ის დროს მოხდა. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს ყოფილი რეკორდსმენი, რომელიც სრული განადგურებისთვის ემზადება. ასევე მისი შემდგომი მოვლენები. როგორც Facebook-პოსტის თანახმად ირკვევა, „მფლობელი იმდენად უკმაყოფილო იყო SSC-ით, რომ ისტორიული მანქანა სარბოლო ტრასას გადასცა, იმ პირობით, რომ ის სრულად განადგურდებოდა“.

ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარი SSC North America-მ გააკეთა და განაცხადა, რომ კომპანიას არაფერი ჰქონდა საერთო ამ მონსტრების ღონისძიებასთან. SSC North America-ს წარმომადგენელმა ღონისძიებას „სირცხვილი“ უწოდა. „ეს მანქანა საავტომობილო ისტორიის ნაწილი იყო და 2007 წლის გინესის მსოფლიო რეკორდის დამყარებამდეც კი, საოცარი ისტორია ჰქონდა. მანქანა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუზეუმის ექსპონატი იყო, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა მოინდომოს ვინმემ ასეთი მასშტაბის მოდელის განადგურება“, - აცხადებენ კომპანიაში.

 

მსგავსი სიახლეები