კლასიკური ავტომობილები, ბიემვი, ბიემვი მეხუთე სერია, ბიემვი ე28 528ი
Aa
Aa

BMW მსგავს კლასიკებს აღარ ქმნის | 1981 წლის E28 თანამედროვე მოდელებს დაჩრდილავს

თუ ვინტაჟური ხიბლისა და მცირე გარბენის მქონე კლასიკური BMW-ის მართვა უფრო გხიბლავთ, ვიდრე უახლესი ტექნოლოგიური სედანების, მაშინ ეს მოდელი სწორედ თქვენთვისაა. BMW-ის სრულად ახალი მეხუთე სერია შეერთებულ შტატებში დაახლოებით 60 000 დაგიჯდებათ. ეს კონკრეტული E28 528i შეიძლება ზუსტად ის იყოს, რაც გჭირდებათ.

უნდა ვაღიაროთ, რომ 43 წლის 528i თანამედროვე მანქანებს ნამდვილად ვერ შეედრება, თუმცა შეგიძლიათ იამაყოთ, რადგან თქვენ ნამდვილი მეხუთე სერია გეყოლებათ. ამ ეპოქის მანქანების უმეტესობისგან განსხვავებით, ამ მოდელს მხოლოდ 15 000 კმ აქვს გავლილი და შესანიშნავ მდგომარეობაშია. ეს 528i თავდაპირველად საფრანგეთში ინახებოდა, შემდგომ კი ნიდერლანდებში გადაინაცვლა. 2022 წელს მისი იმპორტი უკვე აშშ-ში განხორციელდა, სადაც მანქანა Bring a Trailer-ზე 23 000 დოლარად გაიყიდა.

ევროპული მოდელების მსგავსად, ეს E28 უფრო თხელი, ელეგანტური ბამპერებითა და მაშუქებით გამოირჩევა. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კარგად არის შენახული ექსტერიერი, გასაკვირი არ არის, რომ ინტერიერიც მის მდგომარეობას შეესაბამება. სავარძლები ქარხნული ქსოვილით არის მორთული, ისევე როგორც კარის პანელები და ხალიჩები. მანქანას ადრე Kenwood-ის სათადარიგო დინამიკები ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ ისინი BMW-ს ორიგინალმა დინამიკებმა შეცვალა.

რაც შეეხება მანქანის შესაძლებლობებს: მოდელი 2.8-ლიტრიანი, ატმოსფერული, ექვსცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 181 ცხენის ძალას და 239 ნმ-ს გამოიმუშავებს. ძრავა 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული, რომელიც სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს. ყველაფერი იდეალურადაა იმისთვის, რომ ახალმა მფლობელმა კლასიკური BMW-ის მართვა საჯარო გზებზე თავისუფლად განაგრძოს, თუმცა მისი ისტორიულობიდან გამომდინარე, გასაკვირი არც იქნება თუ ისიც E28-ს სამომავლო ინვესტიციად გადაინახავს.

 

მსგავსი სიახლეები