უკრაინამ, საბრძოლო გამოყენებისთვის, უპილოტო სახმელეთო მანქანა დაამტკიცა
700 კგ ტვირთამწეობა და 400 კმ-ის დიაპაზონი | მანქანა სრულად უგზოობისთვის განკუთვნილი შესაძლებლობებით.
უკრაინამ, საბრძოლო გამოყენებისთვის, PROTECTOR-ის მძიმე უპილოტო სახმელეთო მანქანა ოფიციალურად დაამტკიცა. სატრანსპორტო საშუალება, ოპერატიული მიზნებისთვის, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხება. პლატფორმა შიდა წარმოებისაა და უკრაინის თანამედროვე ბრძოლის ველში რობოტული სისტემების მზარდი ინტეგრაციის კიდევ ერთი დამადასტურებელია.
PROTECTOR-ის უპილოტო სახმელეთო მანქანა უკრაინელი ჯარისკაცების მიერ დაგროვილი რეალური საბრძოლო გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა. ის განკუთვნილია ლოგისტიკისა და საბრძოლო მისიების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა რელიეფსა და ამინდის პირობებში, რაც ერთი მხრივ ეფექტიანობას და ასევე, უსაფრთხოებასაც გაზრდის.
უპილოტო სახმელეთო მანქანის ძირითად დანიშნულებებს შორისაა საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირება, დაჭრილი პერსონალის სამედიცინო ევაკუაცია და რობოტული საბრძოლო მოდულების, ელექტრონიკული ომისა და რადიო დაზვერვის სისტემების მობილური პლატფორმის ფუნქციონირება. მანქანის მოდულური არქიტექტურა სხვადასხვა ტიპის მისიებთან გამკლავების შესაძლებლობას იძლევა.
PROTECTOR-ის ტვირთამწეობა 700 კილოგრამს აღწევს და გადაადგილებისას 400 კილომეტრამდე დიაპაზონს აღწევს. მანქანა მაღალი ხარისხის შიდა წვის ძრავითაა აღჭურვილი და სრულად ამძრავი სისტემა აქვს, რაც უგზოობაში მის ეფექტიან შესრულებას უზრუნველყოფს. RunFlat-ის საბურავები კი, დაზიანების შემდეგაც ახერხებს გადაადგილებას, რაც მაღალი რისკის გარემოშიც გადარჩენის შანსებს ზრდის.
სრული ზომის უპილოტო მანქანა, სადავო ტერიტორიებზე პილოტირებულ ძალებთან ერთად მოქმედებისთვისაა შექმნილი. უკრაინული მხარის განცხადებით, PROTECTOR-ის მსგავსი ტექნოლოგიები სახმელეთო რობოტული სისტემების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.