მოტოციკლი, შევროლეტი, შევროლეტ ვეგა, კავასაკი
Aa
Aa

გახსნეს დროის კაფსულა, რომელშიც 50 წლის წინ ახალი Chevrolet-ი და Kawasaki დამარხეს

დროის კაფსულები წარსულში განსაკუთრებით პოპულარული იყო. მსურველები, კაფსულაში ინახავდნენ წერილებს, ფოტოებს ან სამახსოვრო ნივთებს, რომლებსაც მხოლოდ წლების შემდეგ ხსნიდნენ. თუმცა ეს შემთხვევა სტანდარტული ისტორიებისგან განსხვავებულია, ეს კი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე დიდი დროის კაფსულაც იყოს, რომელიც ამ დრომდე გვინახავს.

1975 წელს დალუქული კაფსულა, რომელიც ნებრასკაში აღმოაჩინეს, 5 000-ზე მეტ ნივთს მოიცავს, მათ შორის კი სრულად ახალ და უვნებელ, Chevrolet Vega-ს. 45-ტონიანი მიწისქვეშა სარდაფი ადგილობრივი მაღაზიის მფლობელს, ჰაროლდ კიტ დევისონს ეკუთვნის, რომელიც 1999 წელს გარდაიცვალა. მან კაფსულა თავის ქალიშვილს დაუტოვა, რომელიც მის გახსნას ზედამხედველობას უწევდა.

მაშინ, როდესაც ადგილობრივების უმეტესობამ კაფსულაში პირადი ნივთების - ხელნაწერი წერილებიდან და ნახატებიდან დაწყებული, მომავლის შესახებ შეტყობინებებით სავსე კასეტებით დამთავრებული - შენახვა გადაწყვიტეს, დევისონმა სრული ზომის მანქანისა და მოტოციკლის დამარხა. ეს კი იმ იმედით გააკეთა, რომ მომავალი თაობებისთვის ამ მოდელების მომხიბლავობა სრულად შემოენახა.

თავდაპირველად მან შეთავაზება სადილეროებს გაუკეთა და მათ უთხრა, რომ მიწისქვეშა შემნახველს ისე გააფართოვებდა, რომ მათი რამდენიმე მოდელიც დაეტეოდა. თუმცა შეთავაზებით არვავინ დაინტერესდა, რის შემდეგაც მან ყველაზე იაფი ახალი მანქანა, Chevrolet Vega საკუთარი ხარჯებით შეიძინა.

1970-დან 1977 წლამდე წარმოებულ სუბკომპაქტურ ავტომობილს, საიმედოობისა და საინჟინრო ხარვეზების გამო, კარგი რეპუტაცია ნამდვილად არ ჰქონია. ეს კონკრეტული Vega კი 1975 წლის მოდელია. მიუხედავად იმისა, რომ 50 წლის განმავლობაში დამარხული იყო, ეს Vega მაინც ახალივით გამოიყურება, თუ არ ჩავთვლით, კაპოტზე დაჟანგვის მცირე ნიშნებს. მასთან ერთად კი, დროის კაფსულიდან Kawasaki-ის ორიგინალი მოტოციკლიც ამოიღეს.

საინტერესოა, რომ ეს Vega შესაძლოა ერთადერთი გადარჩენილი ეგზემპლარი იყოს, რომელსაც თითქმის 0-კილომეტრიანი გარბენი აქვს. თუმცა სანამ ეს დადასტურდება, მანამდე გასარკ0ვევია, მოდელს რესტავრაცია ჩაუტარდება, თუ რომელიმე მუზეუმს გადაეცემა.

 

მსგავსი სიახლეები