მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რეგულაციები, გამონაბოლქვი, ელექტრომობილები, ჰიუნდაი, ჰიუნდაი აიონიქ 5
Aa
Aa

„მექანიკას არავინ ყიდულობს, ელექტრომობილს არაფერი სჯობს“ | Hyundai-ის აღმასრულებელი

საჯარო გზებზე, განსაკუთრებით მომრავლებული საცობების ფონზე, ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანების მართვა, რომ გაცილებით იოლია, ამაზე არავინ დაობს. თუმცა მექანიკის მოყვარულები მთავარ ყურადღებას არა სიმარტივეზე, არამედ მანქანის მართვისგან მიღებულ სიამოვნებაზე ამახვილებენ. ამის მიუხედავაც, მექანიკების წარმოება წლებია კლების ტენდენციას ინარჩუნებს და სამომავლოდ, მის ცვლილებასაც არ უნდა ველოდოთ.

ორივე ტიპის გადაცემათა კოლოფიანი ავტომობილის დაპროექტება კომპანიებისთვის ხარჯებსაც ზრდის, რომელთა ანაზღაურებაც რთულია. განსაკუთრებით კი, მექანიკებზე მოთხოვნის კლების გათვალისწინებით. ამას ემატება გამონაბოლქვზე გამკაცრებული რეგულაციები. ამ შემთხვევაში, თამედროვე ავტომატური ტრანსმისიები, როგორც წესი, უფრო ეფექტიანია ვიდრე მექანიკური.

თუმცა მთავარი ფაქტორი მაინც მოთხოვნის შესუსტებაა და როგორც ამ სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, ეს კლება, ელექტრომობილების ზრდის გავლენით, შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს. Car Magazine-თან, გერმანიაში Hyundai-ს ევროპის ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „მექანიკური გადაცემათა კოლოფი აღარავის სურს“.

ჯონსონი ასევე თვლის, რომ მყიდველებს აღარ სურთ მექანიკური ხელის მუხრუჭები ან ანალოგური ციფერბლატები. ეს კი, ალბათ, სიმართლეა 40 წლამდე ასაკის მომხმარებლების უმეტესობისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, მაგრამ ტენდენცია აშკარაა. თუმცა, ავტომწარმოებლები დიდ არჩევანსაც არ გვაძლევენ.

ჯონსონმა ასევე თქვა, რომ არც წვის ძრავიანი სპორტული ავტომობილების რაოდენობის შემცირების გამო უნდა ვწუხდეთ. მისი შეფასებით, ძველი ტრადიციული მოდელები ახალ ელექტრო Ioniq 5 N-თან ახლოსაც ვერ მივლენ, რადგან ელექტრომობილები უკანასკნელ 10 წელიწადში წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარდნენ. „დინამიკებიდან გამომავალი ძრავის ყალბი ხმები, შიგა წვის ძრავის ღრიალისთვის კარგი ალტერნატივაა“, - დასძინა მან.

 „მე არ მესმის ის აზრი, რომ მაღალი ხარისხის ავტომობილები კვდებიან. თუ გსურთ სწრაფად იმოძრაოთ, ელექტრომობილს არაფერი სჯობს. ნოსტალგია ჩემთვის გაუგებარია“- აცხადებს ჯონსონი.

 

მსგავსი სიახლეები