90-იანები, პროტოტიპები, ყველგანმავალი, მერსედესი, როუდსტერი, 4x4, G klass, slk
Aa
Aa

Heuliez Intruder - ყველაფერი ერთ მანქანაში

ერთი წამით წარმოიდგინეთ ავტომობილი, რომელიც ოთხივე წამყვანია, მაღალი კლირენსი აქვს და ამავდროულად „როუდსტერია“ - რთული წარმოსადგენია ხომ?! თუმცა 1996 წელს ფრანგულმა კომპანიამ, რომლის სახელიც Heuliez-ია, მოახერხა და მსოფლიოს ყოვლისშემძლე ავტომობილი წარუდგინა. თქვენს წინაშე Heuliez Intruder-ია!

Прототип внедорожного родстера Heuliez Intruder ищет новый дом |  carakoom.com

ეს ლამაზი ურჩხული ნამდვილად გასაოცარი მანქანაა. იგი Mercedes G Wagon 320-ის ბაზაზეა აწყობილი. მოგეხსენებათ, რომ G Wagon-ი მსოფლიოში საუკეთესო ყველგანმავალია, შესაბამისად Heuliez-იც იგივე აგრეგატებით სარგებლობს.

Mercedes G-Wagen Intruder Concept by Heuliez for sale - Vehicle Sales - DK  Engineering

ძარას რაც შეეხება - Intruder-ი პირველი თაობის Mercedes SLK-ის სხეულს იყენებს. სახურავი შუშისგან აქვს დამზადებული და ელექტრონულად იკეცება. ძრავის ხუფი, წინა და უკანა ბამპერი კარბონისგანაა დამზადებული, მერსედესის დნმ-ს კი მის წინა ცხაურაშიც კი ამოიცნობთ.

Strange Machine: The G Wagon-Based Heuliez Intruder Convertible 4x4

Intruder-ის შეხედვისას რთულად წარმოსადგენია, რომ აღნიშნული პროტოტიპი 1996 წელს შეიქმნა, რადგან 2025 წელსაც კი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. ინტერიერიც შესაბამისი აქვს - ანატომიური ტყავის სავარძლები და ცენტრში განთავსებული მაჩვენებელთა დაფა, ინდივიდუალობას ხაზს უსვამს.

Mercedes G-Wagen Intruder Concept by Heuliez for sale - Vehicle Sales - DK  Engineering

ამ ავტომობილის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი მსოფლიოში ერთადერთია. თავდაპირველად იგი ვერცხლისფერი იყო, მას შემდეგ არაერთხელ შეიცვალა ფერი, თუმცა დღევანდელი მონაცემებით ის კვლავ ვერცხლისფერია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები