დეფექტი, უკან გაწვევა, ფორდი, ფორდ მუსტანგი, ფორდ ბრონკო, ლინკოლნი
Aa
Aa

Ford-ი მილიონამდე ავტომობილს უკან გაიწვევს | მოდელების ჩამონათვალი

Ford Motor Company ამერიკის შეერთებულ შტატებში 850 000-ზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს. ავტომწარმოებლის ინფორმაციით, უკან გაწვევა ამ მოდელებში დაბალდაწნევიანი საწვავის ტუმბოს პოტენციურ დეფექტს უკავშირდება, რამაც შესაძლოა ძრავის მუშაობა გააჩეროს, მათ შორის მანქანის გადაადგილების დროს.

უკან გაწვევა Ford-ისა და Lincoln-ის ბოლო წლებში გამოშვებული მოდელების ფართო სპექტრს შეეხება, მათ შორისაა: Ford: Bronco (2021–2023), Explorer (2021–2023), Mustang (2021–2022), F-150 (2021–2022), Expedition (2022), F-250 SD, F-350 SD, F-450 SD და F-550 SD, ასევე  Lincoln: Aviator (2021–2023) და Navigator (2021–2022).

Ford-ის განცხადებით, მომხმარებლები შეტყობინებებს ორშაბათიდან, 14 ივლისიდან მიიღებენ. მფლობელები პოტენციური უსაფრთხოების რისკების შესახებ წინასწარ გაფრთხილებულნი იქნებიან, მათ შორის მიეცემათ ინსტრუქცია თუ როგორ და როდის უნდა მიიყვანონ ავტომობილები სერვისცენტრში. ამ დრომდე Ford-ს მომხმარებლის არცერთი საჩივარი არ მიუღია, თუმცა ავტომწარმოებელი ყველას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.  

საწვავის ტუმბოს გაუმართაობას შესაძლოა წინ უძღოდეს შემდეგი ნიშნები: ძრავის გამაფრთხილებელი (Check Engine) ნიშნის ანთება, ძრავის სიმძლავრის შემცირება, ძრავის არასტაბილური მუშაობა. ანგარიშის თანახმად, დეფექტი უფრო ხშირად ცხელ ამინდში ვლინდება ან მაშინ, როდესაც საწვავის დონე ავზში ძალიან დაბალია. ასევე ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ტუმბოს შიდა დაბინძურება იყოს.

NHTSA-ს დოკუმენტების თანახმად, ავტომწარმოებელს პოტენციური დეფექტის აღმოსაფხვრელად ჯერ კონკრეტული გადაწყვეტისთვის არ მიუკვლევია და კვლავ მუშაობის პროცესშია. თუმცა დასრულებისთანავე, მფლობელები მეორე წერილს მიიღებენ, დეტალური ინსტრუქციით. მომსახურება კი სრულიად უფასო იქნება. Ford-ის ვარაუდით, უკან გაწვეული ავტომობილებიდან, აღნიშნული დეფექტი მანქანების 10%-ს ექნება.

 

მსგავსი სიახლეები