Opel Vectra OPC - ველური და უმართავი
ავტო ინდუსტრიაში ხშირია შემთხვევა, როდესაც წამყვან კომპანიებს თავისი სპორტული განყოფილება გააჩნიათ, მაგალითისთვის:“მერსედესს“ AMG და BMW-ს M მოდელები ჰყავთ. მსგავსი სპორტული განყოფილება „ოპელსაც“ აქვს და მას Opel Performance Center (OPC) ჰქვია. დღევანდელ სტატიაში OPC-ს ყველაზე ძლიერი მოდელის, Opel Vectra OPC-ს გავიხსენებთ.
მიუხედავად „ვექტრის“ უმწეო კრავის სტატუსისა, ამ განყოფილებამ შესძლო და ველური მოდელი შექმნა. სტანდარტული მოდელისგან ვიზუალურად უამრავი სპოილერითა და სპლიტერებით განსხვავდება, აგრეთვე ამ მოდელის ფერთა გამა სტანდარტულთან შედარებით უფრო თვალშისაცემია. გიგანტურ 18-იან დისკებში აუცილებლად შეამჩნევთ აგრეთვე გიგანტურ სამუხრუჭე სისტემასაც, რომელიც საქმეში საკმაოდ ეფექტურია. რაში სჭირდება „ვექტრას“ სპოილერები და ძლიერი მუხრუჭები?! 6-ცილინდრიანი 2.8 ლიტრი მოცულობის ძრავას Twin-scroll Turbo გააჩნია, რაც 1800-4500 ბრუნის დიაპაზონში მაბრუნი მომენტის სრულად გამოყენებას უზრუნველყოფს. ეს მაჩვენებელი ინჟინრებმა კარგად გათვალეს, რადგან 1600 კილოგრამიან ავტომობილს აჩქარებისას ძალის დემონსტრირება მალევე სჭირდება. ძრავის მიერ გამომუშავებული ცხენის ძალა 280-ს შეადგენს, ხოლო მაბრუნი მომენტის მაქსიმალური მაჩვენებელი კი 355-ს.
ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, თუმცა მასში რამოდენიმე ფაქტორია, რის გამოც ბევრი ავტომოყვარული ამ მოდელს არ იცნობს, ან იცნობს, მაგრამ არასდროს ახსენდებათ. ნებისმიერი სპორტული ავტომობილის ერთერთი მთავარი უნარი მისი მართვის მაღალი უნარებია, ეს ავტომობილი კი ამ მონაცემებში უარესზე უარესია. სამწუხაროდ ამ ავტომობილს ექსტრემალურ პირობებში მოხვევა უბრალოდ არ შეუძლია. Top Gear-ის ერთერთ გადაცემაში, სადაც Jeremy Clarkson-ი Vectra OPC-ს ტესტავდა, მან ავტომობილის მართვადობას Catastrofic Understeer-ი უწოდა, რაც ავტო ჟარგონულად რომ ვთქვათ “კატასტორფულად არასაკმარის მოხვევადობას“ ნიშნავს. ამ ყველაფერს ავტომობილის მაღალი საბაზისო ფასიც ემატებოდა. საბოლოოდ კი ძლიერი, ეშხიანი და ნაკლებად სასურველი სპორტული მოდელი მივიღეთ.