ბეტმობილი, ბეტმენი: დასაწყისი, ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარმა ეს „ბეტმობილი“ $1.5 მილიონად შეიძინა | თუმცა, მის მართვას ვერასდროს შეძლებს

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა, საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა ავტომობილში, რომლის მართვასაც ვერასდროს შეძლებს. ეს ავტომობილი კი, „ბეტმობილის“ რეპლიკაა და მისი ღირებულება $1.5 მილიონს აღწევს.

ნეიმარის „ბეტმობილი“, რომელიც Batmobile/Tumbler-ის მიხედვითაა შექმნილი, ნამდვილად სანახაობრივად გამოიყურება. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს მოდელი „ბნელი რაინდის“ ტრილოგიის ორიგინალი მანქანის ძალიან ზუსტი რეპლიკაა. თუმცა მხოლოდ ერთი „უმნიშვნელო“ პრობლემით.

ნეიმარის „ბეტმობილის“ რეპლიკა ბრაზილიელმა ავტომობილების დიზაინერმა, ადემარ კაბრალმა შექმნა და ის ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ორიგინალი „ტუმბლერი, რომელიც „ბნელი რაინდის“ ტრილოგიაში გამოიყენეს. რომ აღარაფერი ვთქვათ გარეგნულ მსგავსებაზე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოდელის კაპოტქვეშ V8 ძრავაა მოთავსებული და 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ყველაფერი შესანიშნავად ჟღერს, გარდა იმისა, რომ ეს 1.5 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანა საჯარო ქუჩებზე გადაადგილებისთვის შექმნილი არაა. ასე რომ შესაძლოა ნეიმარის გეგმებში ეს სულაც არ შედის და მანქანა უბრალოდ კოლექციის გასამდიდრებლად შეიძინა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები