ამ აეროპორტებში კერძო თვითმფრინავის დაპარკინგება მანქანის დაპარკინგებაზე იაფი დაგიჯდებათ
გაერთიანებული სამეფოს ზოგიერთ აეროპორტში კერძო თვითმფრინავის დაპარკინგება მანქანის დაპარკინგებაზე იაფი დაგიჯდებათ. მაგალითისთვის, შოტლანდიის აეროპორტებში ავტომობილის დაპარკინგების საფასური ზოგიერთ შემთხვევაში კერძო თვითმფრინავების საფასურს შეიძლება გაუტოლდეს.
ედინბურგის აეროპორტში ავტომობილებისთვის განკუთვნილ ზონაში პარკირება 24 დოლარი ღირს, რაც კერძო თვითმფრინავზე უფრო ძვირია. ამან მომხმარებელთა ექსპერტთა ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. საინტერესოა, რომ ამავე აეროპორტში მანქანის 15 წუთით გაჩერებაც კი, 9 დოლარი დაგიჯდებათ.
ეს შესაძლოა გაფრენის დროს საკმაო დრო იყოს, თუმცა ვერ ვიტყვით გამგზავრებისას, რადგან ხშირად პასპორტებისა და ბარგის ასაღებად რიგში ყოფნას დიდი დრო მიაქვს. ამიტომ, ავტომობილის პარკირებამ შესაძლოა თქვენი ხარჯები გაზარდოს.
შედარებისთვის, კერძო თვითმფრინავების ფასი 15 წუთის განმავლობაში ტონაზე 0.16 დოლარია. გასულ წელს, როდესაც ტეილორ სვიფტი Eras Tour-ს ატარებდა ის სწორედ ამ ავტოსადგომს იყენებდა. სვიფტის Dassault Falcon 7X თვითმფრინავი 31.7 ტონას იწონის, და შედეგად, საათში დაახლოებით 20 დოლარის გადახდა უწევდა.
ამან მომხმარებელთა უფლებების ზოგიერთი დამცველი გააღიზიანა და საკითხიც აქედან წარმოიშვა. „ეს მზარდი გადასახადები სასჯელად გვეჩვენება, როგორც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ალტერნატივები ასეთი არაპრაქტიკულია“, - განაცხადა ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა.
ედინბურგის აეროპორტმა შედარება შეცდომაში შემყვანად შეაფასა და განაცხადა, რომ მხოლოდ პარკირების საფასური არ ასახავს კერძო თვითმფრინავით დაშვების სრულ ღირებულებას. მათი თქმით, თვითმფრინავები დაშვების, მგზავრებისა და გამგზავრების საფასური ცალ-ცალკე იხდიან, ხოლო ავტოსადგომის ფასები მოთხოვნისა და დაჯავშნის დროის მიხედვით განსხვავდება.