ავტოსპორტი, პროტოტიპები, რალი, ტოიოტა, ტოიოტა სელიკა, რალის მსოფლიო ჩემპიონატი, ოტ ტანაკი
Aa
Aa

სავარაუდოდ, მალე ახალ Toyota Celica-ს ვიხილავთ | WRC პროტოტიპი ოტ ტანაკმა გამოცადა

Toyota 2027 წლის რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება — ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ ბრენდის შემდეგი WRC მოდელი ხანგრძლივი დომინაციის შემდეგ Yaris-ი აღარ იქნება. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან დღემდე, ავტოსპორტის მოყვარულები და პაპარაცები კითხვაზე პასუხს ეძებენ — დაბრუნდება თუ არა ლეგენდარული Celica, რომლითაც თავის დროზე იაპონურმა ავტომწარმოებელმა Group A-ს კარები შემოანგრია? 

შენიღბული პროტოტიპი პირველად პაპარაცებმა მიმდინარე წლის აპრილში, ესპანეთში გამართულ ტესტებზე დააფიქსირეს. მას შემდეგ კომპანიამ დაადასტურა, რომ Celica-ს რაღაც ფორმით დასაბრუნებლად მზადება დიდი ხანია დაწყებულია. ამჯერად შედარებით მოკრძალებული კამუფლაჟით შეფუთული WRC მოდელი კიდევ ერთხელ გამოჩნდა და მას არც მეტი, არც ნაკლები, რალის ესტონელი ჩემპიონი, ოტ ტანაკი მართავდა. 

ასევე იხილეთ: რატომ იყო Toyota-ს ტყუილი გენიალური? - Cellica-ს გასაოცარი ისტორია

ავტომოყვარულებისა და ექსპერტების სპეკულაციებს თუ ვენდობით, ვიდეოში სწორედ ლეგენდარული მოდელის ახალ ფორმებს ვხედავთ და იმას შეგვიძლია ნამდვილად დავეთანხმოთ, რომ პროტოტიპი შესანიშნავად გამოიყურება. იმედია, ნაცნობი სახელის ოფიციალურ წარდგენას მალე ვიხილავთ, 2027 წელს კი მას საქმეშიც ვნახავთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები