ამერიკის ტარიფები General Motors-ს უკვე $1 მილიარდი დაუჯდა
ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის მიერ დაწყებული სავაჭრო დაპირისპირება, კომპანიებს, და მათ შორის ავტომწამოებლებს, უკვე საკმაოდ ძვირი უჯდებათ. ეს ეხება General Motors-საც, რომელსაც ამერიკის ტარიფები მხოლოდ მეორე კვარტალში უკვე $1.1მილიარდი დაუჯდა.
საერთო ჯამში, ავტომწარმოებლის პროგნოზებით, ტარიფები კომპანიას მხოლოდ წელს 4-5 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება. ეს განსაცვიფრებელი მაჩვენებელია და სავარაუდოდ, ფასების ზრდაშიც გამოიხატება. GM-ის განცხადებით, ტარიფების გავლენით, მეორე კვარტალში ავტომწარმოებლის შემოსავალიც შემცირდა.

ჩრდილოეთ ამერიკაში კომპანიამ $39.5 მილიარდის მოგება მიიღო - ძირითადად, კროსოვერების რეკორდული გაყიდვებისა და სატვირთო ავტომობილებზე მაღალი მოთხოვნის წყალობით. აშშ-ის სადილეროების მარაგები მეორე კვარტალშიც შემცირდა, ხოლო ელექტრომობილების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეკოლომეგობრული ავტომობილებზე კრედიტების გაუქმება სავარაუდოდ ქაოსს გამოიწვევს, GM-მა აღნიშნა, რომ მეორე კვარტალში ელექტრომობილების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 111%-ით გაიზარდა და აშშ-ის ელექტრომობილების ბაზრის 16% შეადგინა. შედეგად, Chevrolet-ი მეორე ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების ბრენდიც გახდა.

თუმცა General Motors-ი ტარიფებით ერთადერთი დაზარალებული ავტომწარმოებელი არ არის. ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნა Stellantis-მაც და განაცხადა, რომ აშშ-ის ტარიფები კომპანიას უკვე 300 მილიონი ევრო დაუჯდა. Vauxhall-ის, Jeep-ისა და Fiat-ის მფლობელი კომპანიის განცხადებით, ზარალი ვაჭრობაზე ტარიფების გავლენითა და მასთან საბრძოლველად, წარმოების შემცირებაზე მიღებული გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული.
 
                             
                                                         
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                        