ტურბო, ბი ემ ვი, დე ტომასო, იტალიური დიზაინი, ვ8, ბოლიდი, გუარა
Aa
Aa

უკანასკნელი მოჰიკანი BMW-ს ძრავით

ბავშვობაში Turbo-ს საღეჭი რეზინა ყველას გვექნება გასინჯული. ეს გასართობი საშუალება ავტომოყვარულებს მეტად გვიყვარდა, რადგან მასში უამრავ სპორტულ და საინტერესო მოდელს ვხვდებოდით. ერთერთი ყველაზე ხშირი მოდელი  კი De Tomaso Guara იყო. ეს კომპანია კი 60-იანი წლების მიწურულიდან იტალიური სპორტული ავტომობილების წარმოებით იყო დაკავებული. ჩვენს სტატიაში ამ კომპანიის მიერ წარმოებულ უკანასკნელ მოდელს გავიხსენებთ.

De Tomaso Guara: The Last Hurrah - autoevolution

Guara ასპარეზზე პირველად 1994 წელს გამოჩნდა. ავტომობილი სარბოლე ბოლიდის Maserati Barchetta-ს მსგავსად იყო აწყობილი, ამ ორ მოდელს დიზაინერიც კი ერთი ჰყავდა. იქიდან გამომდინარე, რომ ათვლის წერტილი სარბოლე მანქანა იყო, მისი დანიშნულება თავიდანვე ყველასთვის გასაგები იყო. De Tomaso Guara 8-ცილინდრიანი BMW-ს ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 283 ცხენისძალას გამოიმუშავებდა. ავტომობილის ძარა Fiberglass-გან იყო დამზადებული, ხოლო სავალი ნაწილები კი ალუმინისგან. ეს ყველაფერი წონის შესამცირებლად იყო განკუთვნილი. აღნიშნულ ავტომობილს არანაირი დამხმარე სისტემები არ გააჩნდა, მასში ვერ ნახავდით ისეთ პრიმიტიულ სისტემებსაც კი, როგორიც ABS და საჭის გამძლიერებელი იყო. 1200-კილოგრამიანი სპორტული დანიშნულების მანქანა ახალბედა მძღოლებისთვის ნამდვილად არ იყო განკუთვნილი, რადგან მისი მართვა მხოლოდ გამოცდილებს შეეძლოთ. „გუარას“ მაქსიმალური სიჩქარე 275 კმ/სთ-ს შეადგენდა და 100-მდე აჩქარება 5 წამში იყო ხელმისაწვდომი.

2000 De Tomaso Guarà VIN: ZDT8940000A800026 - CLASSIC.COM

2000-ების დასაწყისში კომპანიამ Guara-ში კიდევ უფრო მძლავრი აგრეგატი მოათავსა, რომელიც „ფორდისგან“ ითხოვა. ეს აგრეგატიც 8-ცილინდრიანი იყო, თუმცა მას ტურბოდაბერვის სისტემა ჰქონდა დამატებული, აგრეთვე მისი მოცულობაც გაზრდილი იყო და იგი 4.6 ლიტრს შეადგენდა.

De Tomaso Guara

DeTomaso Guara კომპანიის მიერ უკანასკნელ მოდელად მოგვევლინა. სამწუხაროდ 2004 წელს კომპანიამ ბოლო შეკვეთა მიიღო და მას  შემდეგ არცერთი მოდელი აღარ წარმოებულა, ხოლო 2011 წელს კი იტალიურმა ავტო მწარმოებელმა ოფიციალურად ლიკვიდაცია გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები