ავარია, Nurburgring
Aa
Aa

Honda-ს მძღოლმა ვერ გადაწყვიტა რომელს დაჯახებოდა

რამდენიმე დღის წინ Nurburgring-ის ცნობილ სარბოლო ტრეკზე სამწუხარო ამბავი მოხდა. ერთ-ერთ მოსახვევში ენთუზიასტების საოცნებო ავტომობილები დაიმტვრა. მათ შორის იყო BMW M-ის მოდელები, GR Corolla-ები და 911-იც კი. შემთხვევა რამდენიმე კამერამ დააფიქსირა, თუმცა, ყველაზე კარგად მომხდარს Honda S660-იდან გადაღებული ვიდეო ხსნის.

ავტომობილები „უიპერმანის“ მონაკვეთზე დაიმტვრა. როგორც კი Honda S660-მა მოსხვევში შეუხვია, მოულოდნელად წინ უამრავი დამტვრეული ავტომობილი დახვდა. ყველა მათგანი გზაზე იყო მიმოფანტული, შესაბამისად, მათში გაძრობა და უსაფრთხოდ გავლის შანსი საერთოდ არ იყო. დროული მუხრიჭის მიუხედავად კი, მძღოლი დამტვრეულ მანქანებს მაღალი სიჩქარით შეასკდა.

ჩანაწერში ჩანს, რომ პაწუკა „ჰონდა“ Porsche 911-ს და „მესამე სერიის“ BMW-ს 70 კმ/სთ-ით ეჯახება. დაკვირვებული თვალი მანქანის გადაჭარბებულ მოხვევადობასაც შეატყობს. სამწუხაროდ, ეს გზაზე დაქცეულმა ზეთმა გამოიწვია. მაღალი ალბათობით, წინ არსებული ავტომობილების დამტვრევაც სწორედ გზაზე დაქცეულმა ზეთმა გამოიწვია.

საინტერესოა ისიც, რომ მძღოლების გამაფრთხილებელი დროშების სისტემა ამ მომენტში არ მუშაობდა. სამწუხაროდ, არ არსებობს ინფორმაცია თუ რატომ არ იდგნენ მონაკვეთზე ყვითელდროშიანი პირები, ან რატომ არ იყო ანთებული შუქნიშნები თუმცა, შესაძლოა ავარია ახალი მომხდარი იყო, რის შესახებაც უსაფრთხოების თანამშრომლებს ჯერ არ ჰქონდათ ინფორმაცია. 

იქნებოდა თუ არა თავიდან აცილებული ეს ავარია დროშების აღმართვის შემთხვევაში? მაღალი ალბათობით - კი. თუმცა, ეს მაინც ჰიპოთეტური მსჯელობაა. ისე კი ეს შემთხვევა კარგად გვაჩვენებს თუ რამდენად სახიფათოდ შეიძლება წარიმართოს უწყინარი სიტუაცია Nurburgring-ის ტრეკზეც კი.

მსგავსი სიახლეები