Opel-ით შთაგონებული "ცხელი როუდსტერი"
90-იან წლების ევროპას და განსაკუთრებით გერმანიას ძალიან ბევრი ისეთი უცნობი მოდელი ჰყავდა, რომელიც დიდი კომპანიების დახმარებით იწყობოდა. ჩვენ არაერთხელ გაგვიხსენებია მსგავსი მანქანები, რომლებიც BMW-ის, Mercedes-ის, Peugeot-ის და სხვა ცნობილი ავტო მწარმოებლების დახმარებით შეიქმნა. ეს ტენდენცია 90-იან წლებში Keinath-მაც აითვისა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს Opel Omega-ს ბაზაზე ნამდვილი „როუდსტერი“ შექმნა, რომელსაც Keinath GTR-ი უწოდა.
ავტომობილის დიზაინი 70-იანი წლების Opel GT-ით იყო შთაგონებული. მისი ძარა მინაბოჭკოს დეტალებს იყენებდა. ავტომობილს წონის იდეალური გადანაწილება ჰქონდა, რაც 50/50 გულისხმობდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ GTR-ს ABS-ი, შუშების ელექტრო ამწევები, ჰიდრავლიკური საჭის მექანიზმი და კონდიციონერიც კი ჰქონდა. მისი სახურავი ელექტრო ძრავის მეშვეობით ღილაკზე თითის დაჭერით საბარგულში მალევე იმალებოდა.
Keinath GTR-ი თავდაპირველად Opel Omega-ს 2-ლიტრიან ძრავას იყენებდა, თუმცა შემდგომ მოდელებში იგივე Omega-ს 2.5 და 3-ლიტრიან 6-ცილინდრიან ძრავებს ათავსებდნენ. ამ მოდელის ყველაზე მძლავრი ვერსია 225 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 0-დან 100-მდე აჩქარებას სულ რაღაც 6 წამს ანდომებდა. 2001 წელს კომპანიამ თავის „როუდსტერში“ Corvette-ის V8-ც კი მოათავსა.
Keinath GTR ნამდვილი „ცხელი როუდსტერი“ გამოვიდა, რომელიც შთამბეჭდავ ტექნიკურ მონაცემებთან ერთან კარგ ვიზუალს და განსხვავებულ სტილს ატარებდა. 1996-2001 წლებში კომპანიამ მხოლოდ 21 ერთეულის რეალიზაცია მოახდინა, რაც თანამედროვე ცხოვრებაში მის მიმართ ინტერესს და ღირებულებას აორმაგებს.