საოცნებო Audi R8 წლები ღია ცის ქვეშ დატოვეს | წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია
ოჰაიოში მცხოვრებმა იუთუბერებმა ალბათ ყველა ავტომოყვარულისთვის საოცნებო Audi R8 იპოვეს, რომელიც წლების განმავლობაში ღია ცის ქვეშ იყო დატოვებული. შემდეგ კი, ტრადიციულად, ამ ავტომობილის რესტავრაციისა და გასუფთავების პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღეს.
საქმე იმაშია, რომ სახლის თავდაპირველმა მფლობელმა საცხოვრებელი ოთხი წლის წინ შეიცვალა. ახალმა მესაკუთრემ კი, მათ თავიანთი ნივთების ძველ სახლში შენახვის უფლება მისცა. ასე მოხვდა აქ Audi R8, რომელიც წლების შემდეგ მტვრითა და ჭუჭყით დაიფარა.
თუმცა დამსახურებული შპახი Audi-მ წლების შემდეგ, WD Detailing-ის წყალობით მიიღო. YouTube-გვერდმა ავტომობილი, როგორც შიგნიდან ასევე გარედან გაასუფთავა და „ახალს“ დაამსგავსა. ვიდეო კი, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.