აკურა, რკინის კაცი, უნიკალური ავტომობილი, რობერტ დაუნი ჯუნიორი, შურისმაძიებლები, აკურა ენესიქსი როუდსტერი
Aa
Aa

გახსოვთ რკინის კაცის უნიკალური NSX Roadster-ი „შურისმაძიებლებიდან“? | ის შესაძლოა თქვენი გახდეს

Marvel-ის კინომატოგრაფიული სამყაროს გულშემატკივრებს ფილმებში გამოყენებული საკულტო ავტომობილები ალბათ ძალიან კარგად ახსოვთ. მიუხედავად იმისა, რომ კინოფრენჩაიზი ყველაზე ხშირად Audi-სთან ასოცირდება, Acura-ს მოდელები რამდენიმე ფილმში მაინც ვიხილეთ. მათ შორის „თორშიც“.

თუმცა ყველაზე დამამახსოვრებელი ალბათ მაინც „შურისმაძიებლები“ იყო. Acura-მ ყველაფერი გააკეთა და სპეციალურად ფილმისთვის უნიკალური NSX Roadster შექმნა. ამ ავტომობილს მეორე თაობის NSX-ის კონცეფციით შთაგონებული დიზაინი ჰქონდა და ის, ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა Acura Design Studio-მ შექმნა.

ამ უნიკალურ მოდელზე მუშაობის პროცესში გუნდმა 1991 წლის V6-ძრავიანი Mk1 NSX გამოიყენა, რომელსაც იმ დროს 400 000 კილომეტრზე მეტი ჰქონდა გავლილი. იყო როდსტერის საფუძველი, რომელიც ხელით დამზადებული ფისისა და მინაბოჭკოვანი კორპუსით იყო აღჭურვილი და 18-ინჩიან დისკებზე იდგა. საბოლოო შედეგი გამაოგნებელი იყო, თუმცა NSX-ის გაყიდვები დიდად არ გაზრდილა.

ახლა კი, Acura-მ მოდელის აუქციონზე გატანის შესახებ განაცხადა. ავტომწარმოებლის განცხადებით, ავტომობილი აუქციონზე მომავალ წელს გამოჩნდება, ხოლო გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება.

ბოლოს კი გეტყვით, რომ ამ უნიკალურ Acura NSX Roadster-ს რობერტ დაუნი უმცროსი, ტონი სტარკის როლში, 2012 წლის „შურისმაძიებლების“ ფილმში მართავდა.

 

მსგავსი სიახლეები