მეორადი ავტომობილები, ფასები, მეორადი ავტომობილების ფასები, ფასების ზრდა
Aa
Aa

მეორადი ავტომობილების ფასები იზრდება | რამდენად შეძლებთ მათ შეძენას?

დაახლოებით ერთი წლის წინ, მეორადი ავტომობილების ფასებმა ვარდნა დაიწყო და თითქოს იმედის ნაპერწკალიც გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები პანდემიამდელ დონესთან შედარებით მაღალი რჩებოდა, კლების ტენდენცია მაინც შენარჩუნებული იყო.

თუმცა ბოლო თვეებში მეორად მანქანებზე ფასები კვლავ გაიზარდა. 2025 წლის ივლისის თვის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მეორადი ავტომობილის საშუალო ფასი 3.7%-ითაა გაზრდილი.

iSeeCars-ის ახალი კვლევის თანახმად, ფასების ზრდა მარტიდან ფიქსირდება და მხოლოდ ამ თვეში, წლიურმა მატებამ 1% შეადგინა. 2.5 წელიწადის განმავლობაში სტაბილური კლების შემდეგ, აპრილში, მაისსა და ივნისში ფასები შესაბამისად 1.8, 2.9 და 4.8 პროცენტით გაიზარდა. შედარებისთვის, 2024 წლის აგვისტოში 2023 წლის აგვისტოსთან ფასების 4.8%-იანი ვარდნა მივიღეთ. შედეგად, მეორადი ავტომობილის საშუალო ღირებულება მხოლოდ $30 228-ს შეადგენდა.

მაღალი ფასის მქონე მეორადი ავტომობილების სიის სათავეში BMW-ის მეოთხე სერიაა, რომლის ფასიც წინა წელთან შედარებით 30%-ით, შესაბამისად $9 370-ით გაიზარდა. მეორე და მესამე ადგილზე არიან Porsche Cayenne (22.3%) და Land Rover Discovery (20.4%).

საერთო ჯამში, ივლისში ფასები $31 770-მდე გაიზარდა, მომხმარებლებმა კი ავტომობილში დაახლოებით 1 200 დოლარით მეტი გადაიხადეს, ვიდრე წინა წელს იხდიდნენ. iSeeCars-ის აღმასრულებელმა ანალიტიკოსმა კარლ ბრაუერმა მიზეზების განხილვისას ახალი ავტომობილების მაღალი ფასები და ტარიფებისგან წარმოქმნილი გაუგებრობა ახსენა. ეს ზრდის როგორც ახალ, ასევე მეორად ავტომობილებზე მოთხოვნას და ფასებსაც, რადგან ხელმისაწვდომი მეორადი ავტომობილები ბაზრიდან ქრება.

პარალელურად სტაბილიზდება მეორადი ელექტრომობილების ფასები. EV-ების ფასები ივლისში მხოლოდ 1.3%-ით შემცირდა, ივნისში 4.8%-ით, მაისში 8.8%-თ, ხოლო მარტში 10.1%-ით დაეცა. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით, როდესაც მეორადი ელექტრომობილების ფასები წინა წელთან შედარებით 24.7 პროცენტით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები