Acura RSX დაბრუნდა | მაგრამ არა, როგორც სპორტქარი
დაახლოებით 25 წლის წინ, Acura RSX-ის დებიუტი შედგა, რომელიც იმ დროს Integra-ს მემკვიდრედ მოისაზრებოდა. RSX-ის წარმოება მსგავს სტილში გაგრძელდა და საბოლოოდ, Honda Civic-ის უფრო დახვეწილი ვერსია მივიღეთ. თუმცა, როგორც ჩანს, ცვლილებების დროც დადგა. RSX დაბრუნდა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული ვერსიით და რაც მთავარია, არა როგორც სპორტქარი.

Acura თავის ახალ RSX Prototype-ს მონტერეის ავტომობილების კვირეულზე წარადგენს. ZDX-ისგან განსხვავებით, რომელიც GM-ის Ultium-ის ელექტრომობილის არქიტექტურას იყენებს, RSX ლოკალური პროექტია. ეს იქნება პირველი საწარმოო მანქანა, რომელიც Honda-ს ახალ ელექტროპლატფორმაზე დაფუძნდება. Acura ახალი მოდელის წარმოებას ოჰაიოში მდებარე ქარხანაში იგეგმება.

Acura ამ პროექტს, „პროტოტიპს“ უწოდებს, მაგრამ, როგორც წესი, Honda-ს პროტოტიპები საბოლოო საწარმოო მოდელებთან ძალიან ახლოსაა ხოლმე. ასე გამოიყურება ახალი RSX, თუმცა დარწმუნებით ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ყვითელი ფერი ალტერნატივებს შორის.
RSX-ს სრულადამძრავი სისტემა ექნება, ორბერკეტიანი წინა საკიდარი და Brembo-ს ბრენდის მუხრუჭები. პროტოტიპი 21-ინჩიან ბორბლებზე დგას და Acura-ს თქმით, ფართო სტილის უკანა ნაწილი მეორე თაობის NSX-ითაა შთაგონებული.

RSX ასევე იქნება Honda-ს პირველი პროდუქტი, რომელიც ავტომწარმოებლის უახლესი საინფორმაციო-გასართობი სისტემით აღიჭურვება. Acura „პროგრამულად განსაზღვრულ“ ავტომობილად ახასიათებს, რომელსაც ASIMO OS-ს სისტემით, რომელიც მომხმარებლის პრეფერენციებს სწავლობს. RSX-ს ასევე Tesla-ს სტილის დასამუხტი პორტით აღიჭურვება და მისი გამოყენება, ერთგვარ გენერატორადაც შესაძლებელი იქნება.

თუმცა, Acura-მ დეტალებთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარები არ გაუკეთებია. შესაბამისად, ჩვენ არც ამ მოდელის ბატარეის დიაპაზონი ვიცით, არც ფასი და არც რაიმე სხვა სიახლე. ყველაფერი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს