ბი ემ ვი, 80-იანები, ბი ემ ვი ემ 3, ი 30, აფრიკული ემ 3, ბი ემ ვი 323, ბი ემ ვი 733, ბი ემ ვი 333
Aa
Aa

ლეგენდარული BMW M3-ის იშვიათი ალტერნატივა

ფლაგმანური მოდელის არსი განსხვავებული გემოვნების მქონე ავტომოყვარულებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა ამ სტატუსს ბევრი მონდომებული ავტომობილიც კი ვერ აღწევს. იმისთვის, რომ მანქანა ფლაგმანური გახდეს, მან დროის გამოცდას უნდა გაუძლოს, აგრეთვე უმრავლესობისთვის მიუწვდომელი და ქარიზმატული უნდა იყოს. დღევანდელი ჩვენი გმირი ყველა ამ კრიტერიუმის მატარებელია. BMW 333i-ს სახელწოდებაც კი უჩვეულო აქვს, რადგან მსგავსი მოდელი ამ კომპანიას მეორე არ გააჩნია.

SentiMETAL to release scale model of iconic BMW 333i

ის რაც BMW-ს სამყაროში ავტომოყვარულებს ყველაზე მეტად უყვართ M Motorsport-ის მოდელებია. დღემდე არსებულ მოდელებში ყველაზე პოპულარული და წარმატებული 80-იანი წლების მთავარი გმირი BMW E30 M3-ია. აღნიშნულმა მოდელმა მსოფლიოს სხვადასხვა Touring-ისა და რალის რბოლებში უამრავ წარმატებას მიაღწია და მასზე უფრო ისტორიული M3 დღემდე არ გამოსულა.

Is this the neatest BMW 333i of all?

მიუხედავად წარმატებული წარმოებისა E30 M3 სამხრეთ აფრიკაში არასდროს გაყიდულა. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიის სამხრეთ აფრიკის განყოფილებამ M3-ის ალტერნატივის შექმნა გადაწყვიტა. ეს ფაქტი „აფრიკული M3-ის“ დაბადების მიზეზი გახდა.

Is this the neatest BMW 333i of all?

სტანდარტულ 2-კარიან 323i მოდელში მე-7 სერიის (733i) 6-ცილინდრიანი 3.2 ლიტრი მოცულობის ძრავა მოათავსეს. აგრეგატის დიდი გაბარიტებიდან გამომდინარე ინჟინრებს რამდენიმე საკვანძო დეტალის გადაკეთება მოუწიათ, რის გამოც ზოგიერთ მოდელს საჭის გამაძლიერებელი და კონდიციონერიც კი არ ჰქონდა. ძრავა 197 ცხენის ძალას და 285 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ყველა მოდელი ბლოკირებული დიფერენციალით იყო აღჭურვილი. მიუხედავად ძლიერი ძრავისა M3-ზე სწრაფი და მოქნილი მაინც ვერ გამოვიდა, თუმცა ამ ავტომობილის ხიბლი სულ სხვა რამეში იყო. ძრავის ბრუნვის საშუალო დიაპაზონში, ანუ იმ დროს, როცა M3 აჩქარებისას ლოდინის რეჟიმში იმყოფებოდა 333i სავარძელზე თავისუფლად მიგაბჯენდათ.

ავტომობილი ზედმეტად ძლიერიც კი იყო და გადაადგილება გაცილებით კომფურტულად შეეძლო, ვიდრე M3-ს. ყოველდღიური მოხმარებისთვის გაცილებით მისაღები და სასიამოვნო სამართავი იყო, ვიდრე 4-ცილინდრიანი M3, რადგან ეს უკანასკნელი სარბოლო ვერსიასთან მაქსიმალურად იყო მიახლოვებული. 333i-ის ვიზუალიც განსხვავებული ჰქონდა, იგი M Tech 1-ის ვიზუალით გამოირჩეოდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ M3-ის მსგავსად 333-იც გარდამავალ მოდელში არ იწარმოებოდა.

333i: The E30 BMW rarer than an M3? | BMW 333i | Cars for Sale | Classic  Motorsports

BMWნ E30 M3-ის წარმოების ტირაჟი 17 970 ერთეულს შეადგენდა, მაშინ როდესაც 333i სულ რაღაც 204 ერთეული დამზადდა, თუმცა მისი ხელმიუწვდომელი სტატუსი თავისივე ავტორიტეტზე მიუთითებდა.

მსგავსი სიახლეები