გამოდის, რომ ZR1-ის მოპარვა ქარხნიდან უფრო „მარტივი“ ყოფილა, ვიდრე სადილეროდან
თუ ავტომობილებისთვის უსაფრთხო ადგილს ვეძებთ, ერთ-ერთი ასეთი წესით საწარმოო ქარხანა უნდა იყოს. თუმცა თუ საქმე Bowling Green-ის ობიექტს ეხება (სადაც Corvette იწარმოება), როგორც ჩანს ეს დაშვება თავდაყირა დგება. გასულ პარასკევს, ქარხნიდან სრულად ახალი Corvette ZR1-ებით ორი ადამიანი გაიქცა - თანაც, საკმაოდ „მარტივად“.
იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ სუპერქარები 1 064 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ, არც არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. მაგრამ, ძარცვა ასეთი „წარმატებით“ მომავალში ნამდვილად აღარ გაგრძელებულა, რადგან საქმეში თითქმის ყველა საგამოძიებო სტრუქტურა ჩაერთო. მალევე, ძარცვასთან კავშირში მყოფი 20 წლის პირი დააკავეს, ამოიღეს ავტომობილებიც.
View this post on Instagram
არსებული ინფორმაციით, ავტომობილები შემთხვევიდან 90 წუთში იპოვეს. თუმცა ერთ-ერთი მძღოლი, მანქანის აღმოჩენის დროს, ადგილზე აღარ იმყოფებოდა. შედეგად, პოლიციამ მხოლოდ ერთი პირის აყვანა შეძლო. ამჟამად მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი - მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა, პირველი ხარისხის გაქცევა, სხვებისთვის საფრთხის შექმნა, ქურდობა, სხვისი ქონების უკანონო მითვისება და ა.შ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დევნის დროის გაქცეულმა მძღოლმა Corvette-ით 290 კმ/სთ-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ წელს ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც Corvette-ის ქარხანაში ქურდობა მოხდა.