კორვეტი, შევროლეტი კორვეტი, კონცეპტუალური ავტომობილი, შევროლეტი კორვეტი სი10
Aa
Aa

2 000 ცხ.ძ-იანი Chevy Corvette? | თუმცა საკულტო მოდელს, მთავარი ელემენტი აკლია

მაშინ, როდესაც Chevrolet-ი ნიურბურგრინგზე რეკორდების დამყარებით არაა დაკავებული, ის ქმნის კონცეპტებს, რომლებიც მის საავტომობილო მომავალს განსაზღვრავენ. ამჯერად კი, ავტომწარმოებლის დიზაინერებმა სრულიად განსხვავებული კონცეპტუალური ავტომობილი შეიმუშავეს, რომელიც ელექტროა და თან, 2 000 ცხ.ძ-ზე მეტს გამოიმუშავებს.

Corvette-ის კიდევ ერთ კონცეფციას, რომელიც შესაძლოა მის ისტორიაში საუკეთესოდაც კი შეფასდეს, Chevy კალიფორნიაში, The Quail-ზე წარადგენს. უახლეს ქმნილებას Corvette CX Concept-ი ეწოდება. ამ სახელწოდებაში კი, X რიცხვ ათს აღნიშნავს - ისე, როგორც C10-ის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებელი კონცეპტის წარმოებაში ჩაშვებას ამ ეტაპზე არ განიხილავს, აცხადებს, რომ სწორედ ეს მოდელი, სამომავლოდ Corvette-ის დიზაინის ენისთვის შთაგონებაც იქცევა.  

კონცეპტს Corvette-ის ყველა დამახასიათებელი ნიშანი აქვს - წინ გამოწეული ცხვირი, ორმაგი უკანა გაბარიტული ფარები და ა.შ. თუმცა მსგავსებების მიუხედავადაც, ეს ვერსია, წარმოებაში არსებული C8-სგან კვლავ რადიალურად განსხვავებულია.

Concept-ის ულტრა-გამარტივებული კორპუსი Motorsports Aero Group-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ათობით ფუნქციური სავენტილაციო და აირის გამოსაშვები ხვრელით,  ეს Corvette წარმოუდგენლად აეროდინამიკურია. აეროდინამიკის გაუმჯობესებას ხელს ავტომობილში ჩაშენებული ვაკუუმური ვენტილატორის სისტემაც უწყობს.

„მიუხედავად იმისა, რომ Corvette-ის ფორმა ყოველთვის იყო ექსპრესიული და მომავალზე ორიენტირებული, მოდელის თითოეული დეტალი წინა თაობებიდან იღებს სათავეს. ის ამბიციურია, კულტურულია, ეს არის მიზეზი, რის გამოც ადამიანებს ეს ავტომწარმოებელი ასე იზიდავთ. ამ მარტივი სავარჯიშოს მეშვეობით, ჩვენ მომავლისთვის, Corvette-ის დიზაინის მიმართულება განვსაზღვრეთ“.

Corvette-ის წინა ორი კონცეპტის მსგავსად, CX სრულად ელექტროა და ოთხი ელექტროძრავის საშუალებით მუშაობს. შედეგად, თითო ელექტროძრავიდან წამოსული სიმძლავრე თითო ბორბალზე ნაწილდება. ავტომოყვარულებს, რა თქმა უნდა, გული დაწყდებათ იმ ფაქტზე, რომ Corvette-ში ლეგენდარულ V8 ძრავას ვერ იპოვიან, თუმცა, ამჯერად, 90-კილოვატ-საათიანი აკუმულატორი განსაცვიფრებელ 2 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

არანაკლებ საინტერესოა ვიზუალური ცვლილებები, მათ შორის Corvette-ის განსხვავებული სტილის კარები, რომელიც ტრადიციულად არ იღება. ასევე ინტერიერი, რომელიც Inferno Red-ში ტყავისა და კარბონის ნაზავს წარმოადგენს. ამ მოდელს ფუტურისტულ ვიზუალს „უღელის“ სტილის პატარა ზომის საჭეც მატებს, რომელსაც ცენტრში დისპლეი აქვს დამონტაჟებული.

თუმცა თუ სტანდარტული Corvette CX-ის კონცეფცია თქვენთვის საკმარისად ექსტრემალური არ არის, Chevy-ს მეორე, ტრასაზე ორიენტირებული ვერსიაც აქვს შემუშავებული: CX.R Vision Gran Turismo. ეს მოდელი სპეციალურად Gran Turismo 7-ისთვისაა შექმნილი.

საბაზისო CX-ზე კიდევ უფრო საინტერესოა ის, თუ რა ძრავა დევს CX.R-ში. ამ შემთხვევაში Chevy სამ ელექტროძრავას და აკუმულატორულ ბლოკს აერთიანებს, 2-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და სრულადამძრავ სისტემასთან ერთად კი, სიმძლავრე 2 000 ცხენის ძალამდე იზრდება.

 

მსგავსი სიახლეები