ბიემვი ემ5, სედანი, კომპრესორი, ბი ემ ვი, ე60, ჯი ფაუერი, ვი 10, ტიუნინგი, გერმანული
Aa
Aa

G-Power-ის ქარიშხალი, რომელიც ყველაზე სწრაფი სედანი იყო

ზოგიერთი „ტიუნერის“ მიერ შექმნილი მანქანა ყოველთვის ყველას თავს აწონებს და ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი გამორჩეული და ჩქარია სხვებთან შედარებით. G-Power Hurricane RR-ს ამ ყველაფერზე საუბარიც კი არ სჭირდება, რადგან ეს ავტომობილი თავისი დროის მსოფლიოში ყველაზე ჩქარი სედანია.

G Power M5 HURRICANE RRs: Supercharged to 830 HP - autoevolution

სტანდარტული E60 M5-ის შესაძლებლობები ყველამ კარგად იცის და მასზე ბევრს არ ვისაუბრებთ. დღევანდელი ჩვენი გმირი კი ორმაგად საინტერესოა, რადგან ლეგენდარული M5-ის იმიჯს G-Power-ის ძალაც ემატება. ავტომობილის 10-ცილინდრიან ძრავას ორი კომპრესორი აქვს დამატებული და მისი შიდა დეტალებიც არა სტანდარტულია, რადგან 730 ცხენის ძალას სტანდარტული დეტალები უბრალოდ ვერ გაუძლებს.

კომპანიის განცხადებით ავტომობილს 900 ცხენის ძალის დაფიქსირებაც მარტივად შეუძლია, თუმცა გადაცემათა კოლოფისთვის ეს გამოცდილება უსაფრთხო აღარ იქნება. ამ ყველაფერს გიგანტური მაბრუნი მომენტიც ემატება, რომელიც 700 ნიუტონს შეადგენს და ამ მონაცემების გათვალისწინებით მანქანას 100-მდე აჩქარება 4.3 წამში შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ G-Power-ის M5 21-იან საბურავებზე დგას, მანქანისთვის საფართან მოჭიდება მაინც დიდ პრობლემას წარმოადგენს. ავტომობილი მე-4 სიჩქარეში იწყებს მოჭიდებას საფართან და ყველაზე ეფექტურად მხოლოდ ამის მერე ავითარებს სიჩქარეს.

ამ ყველაფრის ამოცნობა მისივე მონაცემებში შეიძლება, როგორც უკვე აღვნიშნეთ 0-დან 100-მდე 4,3 წამია საჭირო, ხოლო 200-მდე კი სულ რაღაც 9,5 წამი. აქვე უნდა აღინიშნოს მისი მაქსიმალური სიჩქარის ზღვარიც, რომელიც 340 კმ/სთ-ს გულისხმობს.

2012 G-Power M5 Hurricane RRs ( based on BMW M5 E60 ) #346108 - Best  quality free high resolution car images, pictures and photos.

ავტომობილი იმდენად ჩქარი გამოვიდა, რომ სტანდარტული ძლიერი სამუხრუჭე სისტემა სულაც აღარ გამოდგა ძლიერი. შესაბამისად კომპანიის ინჟინრებმა წინ 6-დგუშიანი და უკან 4-დგუშიანი სამუხრუჭე ცილინდრები დააყენეს, რომელიც Brembo-ს მიერაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის ღირებულება მისი გამოჩენისას 300 000 დოლარს შეადგენდა, კოლექციონერების სამიზნე მარტივად გახდა. სამწუხაროა, რომ ასეთი ავტომობილები, როგორც წესი ფარეხში ატარებენ ცხოვრებას და არა ნამდვილი ავტომოყვარულების ხელში.

მსგავსი სიახლეები