წელს Ford-ის უკან გაწვევების რაუნდმა 100-ს გადააჭარბა | დასასრული არ ჩანს
მხოლოდ მიმდინარე წელს, Ford-ის უკან გაწვევების რაუნდმა 100-ს გადააჭარბა და სამომავლოდ, არც ამ ტენდენციის შეჩერების პირობა ჩანს. რეალურად, რამდენიმე დღის წინ, უკან გაწვევების 98, წლევანდელი შემთხვევა ფიქსირდებოდა, თუმცა მოულოდნელად, ეს რიცხვი 98-დან 104-მდე „გადახტა“.
განსხვავებისა და საქმის დრამატულობის უკეთ წარმოსაჩენად უნდა ითქვას, რომ უკან გაწვევების მეორე ყველაზე დიდი რაოდენობა წელს FCA-მ აჩვენა. თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ეს რიცხვი მხოლოდ 21-ს შეადგენს. რეალურად რომ ავიღოთ, Ford-ის უკან გაწვევების რაოდენობა FCA-ს, Volkswagen-ის, GM-ის, Mercedes-ის, Honda-სა და Hyundai-ის ერთობლივ შედეგებს აღემატება.
გაწვევის უახლესი შემთხვევებიდან სამი, საპარკინგე ნათურების გაუმართაობას უკავშირდება. ეს მოიცავს 2022 წლის F-150-ებს, ჯამში სულ 22 166 პიკაპს. ამ მოდელებში არსებობს საშიშროება, რომ ნათურები მაშუქების ჩართვის დროს აციმციმდება. ავტომწარმოებლის ცნობით, სადილეროებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და LED მართვის ცვლილება უკვე დაავალა.
უკან გაწვევის კიდევ ერთი შემთხვევა 2024 წლის Mustang-ის მოდელებს ეხებათ - უფრო კონკრეტულად კი, მათი შეკეთების წარუმატებელ მცდელობას. Mustang-ის შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ მანქანის ინსტრუმენტების პანელი ავტომობილის დაქოქვის ან მართვის დროს არ ფუნქციონირებდეს. აღნიშნულიც, პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარვეზია.
ავტომობილები უკან რამდენჯერმე გაიწვია Lincoln-მაც. მაგალითად, პირველ შემთხვევაში გაწვევამ 2024-2025 წლების Lincoln Nautilus-ი მოიცვა. პოტენციური ხარვეზი ავტომატური ფანჯრის სისტემაში იყო შემჩნეული. Lincoln-მა ასევე 41 875 ერთეული Corsair-იც გაიწვია უკან. სადილეროებს ამ მოდელებისთვის უკანა ხედვის კამერის შეცვლა დაავალეს, რადგან კამერაში წყლის მოხვედრის ალბათობა არსებობდა.