Bugatti-ის უიშვიათესი საათი, V16-ის ძრავით
Bugatti-ის უახლესი ჰიპერქარი არამხოლოდ ინჟინერიის საოცრება, არამედ კომპლექსურობისა და ოსტატობის იმდენად დახვეწილი გამოვლინებაა, რომ მას Tourbillon-ი ეწოდება. სახელწოდება, რომელიც დახვეწილი საათების სამყაროდანაა ნასესხები. ამ თემასთან კავშირში, Bugatti-ის მტკიცე პარტნიორობა აქვს Jacob & Co-თან, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალი უიშვიათესი საათი წარადგინა.
ახალი Jacob & Co. Bugatti Tourbillon-ის მთავარი ღირსშესანიშნაობა 8-ლიტრიანი V16 ძრავის მინიატურული ვერსიაა, რომელიც საათს ჰიპერქარის მსგავსად მართავს. მინიატურული თერთმეტივე დგუში 22.37 მმ-იანი მუხლალილვით კონტროლდება, რომელიც კორპუსის გვერდზე არსებულ ღილაკზე ხელის დაჭერისთანავე ირთვება. Chiron-ის საათების მსგავსად, ეს საათიც ამ მანქანის W16-ის შესაბამისად მოქმედებს.
Bugatti-მ და Jacob & Co.-მ თანამშრომლობა 2024 წლის შუა პერიოდში წარადგინეს და პარტნიორობის ფარგლებში საათების მხოლოდ 150 ერთეულად გამოშვება დააანონსეს. თითოეულის ფასი 340 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. თუმცა როგორც ირკვევა, ეს მხოლოდ მათი ერთობლივი მუშაობის დასაწყისი იყო.
აღნიშნული მოდელი 18-კარატიანი თეთრი ოქროსგანაა დამზადებული და ალმასისა და ლალლის თვლებითაა მორთული. კორპუსის ძირის გასწვრივ განლაგებული ლალები Bugatti-ს 1 775 ცხენის ძალის ჰიპერმანქანის გამორჩეული LED უკანა მაშუქების მსგავსადაა განლაგებული. ეს კი, მანქანასა და საათს შორის ვიზუალურ კავშირსაც ქმნის.
რა თქმა უნდა, ეს საათი ვიზუალური მახასიათებლებთან ერთად, მისი შესაძლებლობებითაც გამოირჩევა. Baguette-ს ფასი ავტომწარმოებელს ჯერ არ გაუსაჯაროებია, თუმცა დიდი ალბათობით, ის კომპანიის საათების სათავეში მოექცევა. ამ შემთხვევაში საათი მხოლოდ 18 ეგზემპლარად დამზადდება.