როლს-როისი, როლს-როის ფანტომი, ლინკოლნი, ლინკოლნ კონტინენტალი
Aa
Aa

Rolls-Royce-მა Phantom-ი აუზში მოისროლა | კომპანიამ მუსიკალური ლეგენდა გააცოცხლა

Rolls-Royce განცხადებების გაკეთებას არასდროს ერიდებოდა, თუმცა ამ ბოლო შემთხვევამ ბრენდი სულ სხვა დონეზე აიყვანა. ახლა ავტომწარმოებელმა Phantom-ის მუსიკალურ კულტურასთან კავშირის უკეთ გამოსახატავად გადაწყვიტა,  ამ მოდელის პროტოტიპი პირდაპირ აუზში მოესროლა.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, Rolls-Royce-ს უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც კი შეეძლო, ეს ვიზუალური ხრიკი არ ყოფილა და ყველაფერი რეალურად მოხდა. ამის დასამტკიცებლად, ავტომწარმოებელმა კულისებს მიღმა გადაღებული ვიდეოც კი გამოაქვეყნა.

სანამ ვინმე ამ დიდებული მანქანის დაკარგვაზე დაიჩივლებს, უნდა ითქვას, რომ რეალურად Phantom-ის ეს პროტოტიპი ჩამოწერილი იყო და უფრო მეტიც - გადამუშავებისთვის გადადებული. ნაპირიდან გადაგდების ნაცვლად, Rolls-Royce-მა უფრო ფრთხილი მიდგომა აირჩია. ამწემ მანქანა ჩაძირულ პლატფორმაზე განათავსა ისე, რომ წყლის დონე საბურავების ცენტრებს სულ მცირედით აცდა, რაც Phantom-ის რეალურ სიღრმესთან ახლოს იყო. თეორიულად, ასეთ დონეზე წყალში ჩაშვებას, შესაძლოა სერიული წარმოების ავტომობილიც კი გადარჩენოდა, თუმცა ავტომწარმოებელმა გონივრული სვლა და პროტოტიპის გამოყენება არჩია.

მაგრამ, რა შუაშია ამ ყველაფერთან მუსიკალური ინდუსტრია? - მუსიკალური ლეგენდის თანახმად, The Who-ს არაპროგნოზირებადმა დრამერმა, კიტ მუნმა, ერთხელ, 1970-იან წლებში, თავის 21-ე დაბადების დღეზე, Phantom-ი აუზში ჩააგდო. მოგვიანებით, მუნმა განაცხადა, რომ მანქანა სინამდვილეში Lincoln Continental-ი იყო, სტუმრებმა კი აღიარეს, რომ მათ არაფერი ახსოვდათ. ფაქტია თუ გამოგონილი, ლეგენდამ Rolls-Royce შთააგონა, რომ Phantom-ის საუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად, ეს ისტორია გაეცოცხლებინა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები