დეფექტი, ნისანი, ნისან როგი, სარჩელი, ნისან ალტიმა, ინფინიტი ქიუიქს50
Aa
Aa

Nissan-ის ძრავები მოულოდნელად ჩერდება | მძღოლები ავტომწარმოებელს უჩივიან

ათიოდე წლის წინ, ინჟინრებმა, ძრავების დიზაინში ჭკვიანური მიდგომა წარადგინეს: ცვლადი შეკუმშვის სისტემა, რომელიც უკეთეს ეფექტიანობასა და მუშაობას უზრუნველყოფდა. ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც ეს ტექნოლოგია დანერგეს Nissan-ი და Infiniti იყვნენ და ისინი, დღემდე, თავიანთ რამდენიმე მოდელში ამ მიდგომას იყენებენ.

თუმცა ის, რაც ოდესღაც ინოვაციად ითვლებოდა, ახლა ჯგუფური სარჩელის სამიზნეა. მომჩივანი მძღოლების განცხადებით, არსებობს პოტენციური საშიშროება, რომ ძრავები მოულოდნელად გაჩერდება და მათ ტრასაზე უიმედოდ დატოვებს.

საქმე Nissan-ის VC-Turbo ძრავებს ეხება. თეორიულად, ეს სისტემა შეკუმშვას მომენტალურად არეგულირებს და საწვავის ეკონომიას მის სიმძლავრესთან აბალანსებს. ამის მიუხედავად, სარჩელში აღნიშნულია, რომ ძრავები ჩქარდებიან, კარგავენ სიმძლავრეს ან სრულადაც, მანქანის გადაადგილების მომენტში ითიშებიან. ზოგჯერ, ძრავების მუშაობის შეფერხებას თან გარკვეული ხმაც ახლავს.

ერთ-ერთი მომჩივანის განცხადებით, 2024 წლის 30 მარტს მან Harbor Nissan-ისგან ახალი 2023 წლის Rogue შეიძინა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ, მონაცემთა დაფაზე გამაფრთხილებელი აინთო: „ძრავის გაუმართაობა, საჭიროებს დაუყოვნებლივ სერვისს“. მძღოლის თქმით, მანქანა გაჩერდა და მისი ხელახლა დაქოქვა შეუძლებელი იყო.

მძღოლის თქმით, მან Rogue-ს აკუმულატორი შეცვალა, განაახლა პროგრამული უზრუნველყოფაც, თუმცა ამან პრობლება არ მოაგვარა. ერთი თვის შემდეგ, მონაცემთა დაფაზე იგივე გამაფრთხილებელი შეტყობინება გამოჩნდა.

ჯგუფური სარჩელი ამტკიცებს, რომ Nissan-ი, გარანტიის ვადის ამოწურვამდე, რეგულარულად უარყოფდა დეფექტის არსებობას და მომხმარებლებს აიძულებდა თავად დაეფარათ დიაგნოსტიკისა და შეკეთების ხარჯები. მოსარჩელეების თქმით, ეს ბევრ მათგანს გაზრდილ ხარჯებად დაუჯდა.

ცნობისთვის, ძრავის გაუმართაობის შესახებ სარჩელი შემდეგ მოდელებს მოიცავს: 2021-2023 წლების Nissan Rogue, 2019-2023 წლების Nissan Altima და და 2019-2023 წლების Infiniti QX50.

 

მსგავსი სიახლეები