პოლიცია, დონატები, ფორდი, ფორდ მუსტანგი
Aa
Aa

Mustang-ის ქალი მძღოლი „დონატების“ შემდეგ გაიქცა და ორ პოლიციელს დაეჯახა

საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები პოლიციისგან გარბიან. თუმცა გაცილებით იშვიათად, რომ ამას 21 წლის ახალგაზრდა ქალი, დილის ცხრა საათზე, შუა გზაში დონატების შემდეგ აკეთებდეს. მაგრამ, თუ ადგილობრივ სამართადამცველებს დავუჯერებთ, ხუთშაბათს დილით სწორედ ასე მოხდა.

პოლიციისგან გაქცევის გარდა კი, მას ბრალად მოტოციკლეტისტი პოლიციელის დაჯახების მცდელობაც წაუყენეს. საბოლოოდ მისი შეჩერება პოლიციელებმა მხოლოდ გზის გადაჭრით, PIT-მანევრით შეძლეს.  

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დილის 9  საათზე მიმართეს. პოლიციაში შესული ზარის შემდეგ, ადგილზე ეკიპაჟი გამოცხადდა, რომელთაც გზის შუაგულში Ford Mustang-ის მძღოლი აღმოაჩინეს. მძღოლი „დონატებით“ ერთობოდა. პოლიციის თქმით, მათ მისი გაჩერება სცადეს, მაგრამ ქალი მათ მოთხოვნებს არ დაემორჩილა და გაიქცა.

View this post on Instagram

A post shared by KSEE24 (@ksee24)

ამის შემდეგ, ბრალდებულმა Ford-ით ორ მოტოციკლეტისტ პოლიციელთან შეჯახებაც სცადა, რაც სასიკვდილო იარაღით თავდასხმად კლასიფიცირდება. მოტოციკლებთან დაკავშირებული ინციდენტიდან მალევე, პოლიცია ჩაერია და დევნის შესაჩერებლად PIT-მანევრი გამოიყენა. თუმცა დაპირისპირება ამით არ დასრულებულა, რადგან დაკავებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ბოლოს მათ ელექტროშოკის გამოყენებაც დასჭირდათ.

 

მსგავსი სიახლეები