ელექტრომობილი, მსოფლიო რეკორდი, მერსედეს აიემჯი, კონცეპტუალური ავტომობილი
Aa
Aa

AMG Hyper EV-მა შვიდ დღეში მსოფლიოს შემოუარა და 25 რეკორდი დაამყარა

Mercedes-AMG-სთვის რეკორდების დამყარება უცხო ხილი ნამდვილად არაა, თუმცა ახლა მან შესაძლოა, საკუთარი შესაძლებლობებიც კი გააუმჯობესა. Concept AMG GT XX-მა მსოფლიოს, ვირტუალურად, ერთ კვირაში შემოუარა და რამდენიმე ახალი რეკორდიც დაამყარა. AMG.EA პლატფორმამ კი დაამტკიცა, რომ მას დიდ დისტანციებზე დომინირებაც ძალიან მარტივად შეუძლია.

GT XX-ის მთავარი მახასიათეგბელი განსხვავებული ტიპის სამი ელეტროძრავაა (ე.წ. ღერძული ნაკადის ძრავა), რომლებიც მაღალი ხარისხის აკუმულატორთანაა შეწყვილებული. AMG-ის თქმით, მომავალი წლიდან აღნიშნულ ტექნოლოგიაზე საწარმოო მანქანები დაფუძნდება. კონცეპტი 1 360 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს და სამნიშნა სიჩქარის შენარჩუნებაც დღეების განმავლობაში შეუძლია. ეს ჰიპერბოლა არ გახლავთ - უკვე დადასტურებული ფაქტია.

მანქანა გერმანიის ნარდოს ტრასაზე ზედიზედ 7.5 დღის განმავლობაში მოძრაობდა და მხოლოდ, დამუხტვისთვის ჩერდებოდა. რეალურად, Mercedes-მა ორი GT XX პროტოტიპი წარადგინა, რომელთაც რეკორდის დამყარების პერიოდში 12.68 კმ-ის სიგრძის ტრასაზე 3 177 წრე დაფარეს. ტრასაზე AMG-ის პროტოტიპმა რამდენიმე რეკორდი მოხსნა. მათ შორის 2 000-40 075 კმ-ზე ყველაზე სწრაფი EV გახდა და თან, ელექტრომობილისთვის 12-168 საათში ყველაზე დიდი მანძილიც დაფარა.

ჟიულ ვერნის „რვა დღეში მსოფლიოს გარშემო“-სგან მიღებული ინსპირაციით, Mercedes-მა ეს მაჩვენებელი რეალურად მოხსნა. AMG GT XX-მა ეს მანძილი სულ რაღაც 7 დღეში, 13 საათში და 24 წუთში გაიარა. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ, ამ დროის განმავლობაში, ავტომობილი 220 კმ/სთ-ით მოძრაობდა. ამ პერიოდში შედის დამუხტვისთვის გაჩერების დროსაც.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კონკრეტულად ამ რეკორდისთვის შექმნილი გარემოებების  წყალობით გახდა შესაძლებელი. 850 კვტ-ზე დამუხტვა ამჟამად მხოლოდ კონცეპტუალურ ავტომობილებს შეუძლიათ, თუმცა ამან AMG GT XX-ს ხუთ წუთში 400 კმ-ის გავლის შესაძლებლობა მისცა.

View this post on Instagram

A post shared by Mercedes-AMG (@mercedesamg)

სიმძლავრის გაუმჯობესებას უზრუნველყოფდა ღერძული ძრავებიც, ხოლო Mercedes-მა F1-ისგან შთაგონებული აკუმულატორის პირდაპირი გაგრილების მიდგომაც გამოიყენა. ეს კი საკმაოდ კრიტიკული ფაქტორია, რადგან ტემპერატურა ამ პირობებში ზოგჯერ 35°C-საც აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს მომავალში ალბათ ელექტრომობილებისა და შიგა წვის ძრავებზე მომუშავე ავტომობილების გამძლეობის რბოლებს არ უნდა ველოდოთ, ტექნოლოგიურად ეს უკვე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები