ელექტრომობილი, შიგაწვის ძრავა, მერსედეს-ბენცი, მერსედეს აიემჯი, ევრო 7
Aa
Aa

Mercedes-ი ახალ V8 ძრავას ქმნის | რომელიც წინა ვერსიაზე მძლავრი იქნება?

Mercedes-მა თავისი ლეგენდარული M177 ძრავა უახლესი AMG C63 ძრავის სანაცვლოდ დათმო და ამით, თავისი ერთგული მყიდველებიც კი გაანაწყენა. რვაცილინდრიანი ძრავის დაბრუნების შესახებ ჭორების მიუხედავად, როგორც ჩანს, სპორტულ სედანში V8-ს აღარ ვიხილავთ. თუმცა ახლად შემუშავებულ დიდი მოცულობის შიგაწვის ძრავას 2027 წლის ბოლოსთვის ნამდვილად უნდა ველოდოთ.

ეს არის „მომდევნო თაობის, მაღალტექნოლოგიური ელექტროფიცირებული V8“, რომელიც გერმანული ავტომწარმოებლის უახლეს, AMG.EA პლატფორმაზე დაფუძნებული მოდელებისთვის იქნება განკუთვნილი.

ეს ძრავა რეალურად M178-ის ხაზის გაგრძელება უნდა იყოს, რომელიც 2014 წელს გამოვიდა. დებიუტიდან 11 წლის განმავლობაში, 4-ლიტრიანი V8 ძრავა არაერთი მოდელის კაპოტქვეშ ვიხილეთ და AMG GT Black Series-ში მან პიკურ სიმძლავრეს, 720 ცხენის ძალასაც კი მიაღწია. იმავე ძრავის ვარიაციას იყენებს Aston Martin Valhalla-ც, რომელიც 817 ცხენის ძალაზეა მორგებული.

რადგან Aston Martin-ი უკვე 800 ცხენის ძალას სცილდება, გასაკვირი არ არის, რომ Mercedes-AMG, თავის შემდგომ V8 ძრავაში, უფრო მეტ სიმძლავრესაც შემოგვთავაზებს. AMG-ის ავტომობილების განვითარების დირექტორმა შტეფენ იასტროუმ დამატებითი დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა დაზუსტებით განაცხადა, რომ მომავალი რვაცილინდრიანი ძრავა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე Black Series-ს ჰქონდა.

ამასთან ერთად კი, ძრავაც ბევრად უფრო ეკომეგობრული უნდა იყოს, რათა Euro 7-ის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. AMG-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ შიბეს განცხადებით, ახალი ძრავა, სავარაუდოდ, წარმოებაში მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დარჩება.

თუმცა, მომავალი V8 გერმანული ავტომწარმოებლის ყველაზე დიდი ბენზინზე მომუშავე ძრავა არ იქნება. რეალურად, V12 ძრავიც ბაზარზე დიდხანს დარჩება, თუმცა 6-ლიტრიანი M279 მხოლოდ Maybach S-Class-სა და ნაკლებად ცნობილ დაჯავშნულ S-Class Guard-ში იქნება ხელმისაწვდომი.

 

მსგავსი სიახლეები