აუქციონი, ფორმულა 1, აირტონ სენა, პორშე 911, პორშე, პორშე 911 კარერა
Aa
Aa

ავტოსპორტის ისტორიის ნაწილი გაიყიდა | რამდენად შეფასდა სენას 1987 წლის Porsche?

ონლაინ აუქციონის პლატფორმა SBX Cars-ზე Formula 1-ის ბრაზილიელი ლეგენდის, აირტონ სენას 1987 წლის Porsche 911 გაიყიდა. საკულტო მოდელის ფასმა აუქციონის ფარგლებში თითქმის $1 მილიონს, კონკრეტულად კი, 979 557 აშშ დოლარს მიაღწია.

სენას 911-მა აუქციონზე დიდი ინტერესი გამოიწვია და 100 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. საბოლოოდ კი, მისი შეძენა მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო. ბრაზილიელის ავტომობილს, ბოლო შეფასებით, 74 000 კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი. დაამატეთ ამას მისი შთამბეჭდავი წარსული, გლუვი ვერცხლისფერი ექსტერიერი, რომელსაც სპორტულ სტილში გადაჰყავს და ალბათ, ამ ეპიკური მოდელის საბოლოო შეფასებაც აღარ გაგაკვირვებთ.

ბრაზილიელის 1987 წლის Porsche 911 Carrera Cabriolet-ი გასაყიდად პორტუგალიაში გამოჩნდა. ეს თავისთავად შთამბეჭდავი მანქანაა, მაგრამ მის უკან არსებული ისტორია მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. 

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ Formula 1-ის ჩემპიონ აირტონ სენას ავტომობილები გამორჩეულად უყვარდა. ამ მოდელით სენა ძირითადად პორტუგალიაში, 1988, 1990 და 1991 წლებში სამი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, გადაადგილდებოდა. თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოქმედი შეზღუდვების გამო, სენას მანქანის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია არ შეეძლო. ამიტომაც, ეს მოდელი სენას ახლო მეგობარზე, ანტონიო კარლოს დე ალმეიდა ბრაგაზე იყო გაფორმებული. მოდელი ნაწილობრივ მოდიფიცირებულია - დამატებული ჰქონდა „ტურბო სტილის“ უკანა მაშუქები და ყვითელი დეტალები.

თუმცა, 2024 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში ის თავდაპირველ მდგომარეობაში დააბრუნეს. რაც მთავარია, სენას ხელმოწერა მძღოლის სავარძლის უკანა მხარეს შემონახულია. მანქანასთან ერთად არსებული დოკუმენტაციაც 911-ის შესახებ სრულ ინფორმაციას გვაწვდის.

თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, ის ფაქტიც უნდა ვახსენოთ, რომ სენას ეს კონკრეტული 911, Netflix-ის 2010 წლის დოკუმენტურ ფილმში „სენა“ გამოჩნდა. SBX Cars-ის ჩამონათვალში კი, ბრაზილიელის ავტომობილი აღწერილი იყო, როგორც „უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სპორტქარი, ლეგენდისადმი მიძღვნილი ღირსეული ხარკი“.

 

მსგავსი სიახლეები