გაყიდვები, ტოიოტა ტაკომა, ტოიოტა, ტოიოტა 4-რანერი
Aa
Aa

Toyota-ს კიდევ ერთი რეკორდი | რამდენი მანქანა გაყიდა იაპონურმა ავტომწარმოებელმა?

იაპონურმა Toyota-მ, ელექტრიფიცირების მიმართულებით, სხვა ავტომწარმოებლებისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომა აირჩია. კომპანია EV-ების ნაცვლად ჰიბრიდებზე ფოკუსირდა და საკუთარი სეგმენტიც მალევე მოიპოვა. ამას დამატებული პიკაპების ხაზი და უკვე ადვილი მისახვედრია, თუ როგორ შეძლო კომპანიამ კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი დაეფიქსირებინა.

რეალურად, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ივლისის თვის ჩათვლით, Toyota-მ 6 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა, საიდანაც დაახლოებით 40% ელექტროფიცირებულია. ხოლო მხოლოდ ივლისში, Toyota-ს მიერ გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ, გლობალურად, 900 000 ერთეულს მიაღწია, რაც ამ თვის რეკორდია.

საერთო ჯამში, Toyota-მ ივლისში 963 796 მანქანა გაყიდა, მათ შორის Lexus-ის, Daihatsu-ს და Hino-ს მოდელები. Toyota-ს უდიდეს ბაზრად ჩრდილოეთ ამერიკა რჩება - გასულ თვეში გაყიდული 254 298 ერთეული ავტომობილით. ჩრდ. ამერიკაში ამ მაჩვენებელს ჰიბრიდულ მოდელებსა და ახალი Tacoma-სა და 4Runner-ის მსგავს პიკაპებზე მაღალი მოთხოვნა განაპირობებს. ხოლო ევროპაში, სადაც ავტომწარმოებელთა დიდი ნაწილი ჩინური კომპანიებისგან დიდ კონკურენციას განიცდის, Toyota-მ გაყიდვების წლიური ზრდა დააფიქსირა.

რაც შეეხება ჩინეთს: ჩინეთში კომპანიამ 151 669 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც არსებული ბაზრის გათვალისწინებით, საკმაოდ ძლიერი შედეგია. სტაბილურ გაყიდვებს ინარჩუნებს Toyota, 135 249 ავტომობილით.

საერთო ჯამში, Toyota-მ ივლისის ჩათვლით 6 058 731 მანქანა გაყიდა, რომელთაგან 2.9 მილიონზე მეტი ნაწილობრივ მაინც ელექტრიფიცირებულია. თუმცა რეალურად, მხოლოდ 100 000 ერთეულამდე ავტომობილი იყო სრულად ელექტრო. ამის მიუხედავად, გასული თვე Toyota-სთვის საუკეთესო იყო BEV-ების გაყიდვების მხრივ. კომპანიამ საერთო ჯამში გლობალურად 17 896 BEV-ი გაყიდა.

 

მსგავსი სიახლეები