შკოდა, შკოდა ოქტავია
Aa
Aa

უკვდავი OCTAVIA | როგორ გამოიყურება ის მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ?

ისლანდიაში მდებარე ŠKODA-ს სადილეროს ცოტა ხნის წინ ფერმერი, იომუნდურ ოლასონი, უცნაური შეკითხვით დაუკავშირდა. მას აინტერესებდა თუ როგორი იქნებოდა მისი პირველი თაობის, 2-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ŠKODA OCTAVIA, ოღონდ მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ. დილერს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, რადგან მსგავსი შემთხვევა ადრე არასდროს არ ჰქონია და შესთავაზა, ეს ერთად გაერკვიათ.

ისლანდიელი ფერმერი OCTAVIA-ს 2007 წლიდან მართავს, თუმცა იმავე მანქანას მისი მეუღლე ჯერ კიდევ 2003 წლიდან ფლობდა. „ისლანდიის თითქმის ყველა მხარეში ვყოფილვარ და ამ მოგზაურობებიდან სასიამოვნო მოგონებებიც დამრჩა. ყველაზე გრძელი მოგზაურობისას, OCTAVIA-სთან ერთად დაახლოებით 1 000 კილომეტრი დავფარე“, - განაცხადა ოლასონმა, როდესაც საყვარელი ŠKODA-ს საჭესთან გატარებულ დროს იხსენებდა.

 „ეს ŠKODA ჩემთვის პირველია. მანამდე, რამდენიმე სხვა ავტომობილი მყავდა, თუმცა არცერთს ჰქონია ასეთი დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები და თან ასეთი საიმედოობა. მოგვიანებით, OCTAVIA-ს სამსახურის მანქანად გამოყენება დავიწყე და მხოლოდ მას შემდეგ მივხვდი, თუ რა საოცარ ავტომობილთან მქონდა საქმე“, - ამბობს ოლასონი.

როგორც ოლასონი იხსენებს, ŠKODA-ს მხოლოდ რეგულარული მოვლა სჭირდებოდა, ტექნიკური პრობლემები კი იშვიათად ვლინდებოდა. მისივე შეფასებით, ასეთ საიმედოობას იშვიათად თუ ნახავ, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში OCTAVIA უბრალოდ მუშაობას განაგრძობდა.

„რუტინული მოვლა მანქანისთვის აუცილებელია. ყურადღებას საჭიროებს ისეთი რაღაცები, როგორებიცაა ამორტიზატორები, რადიატორები და მუხრუჭები. მართვის სტილსაც აქვს მნიშვნელობა - ყოველთვის ვცდილობდი ძრავას მოვფრთხილებოდი. მხოლოდ მაღალი ხარისხის ზეთს ვიყენებდი და ამ ზეთსაც, ყოველ 30 000 კილომეტრზე ვუცვლიდი“.

ისლანდიის მკაცრი კლიმატისა და ყოველდღიური გამოყენების მიუხედავად, წარმოუდგენელია, მაგრამ მანქანას კვლავ შენარჩუნებული აქვს ქარხნული ძრავა, გადაცემათა კოლოფი და გადაბმულობაც კი. სადილეროს შეფასებით, სწორედ ესაა მაგალითია იმისა, თუ როგორი ერთგული იქნება მანქანა მაშინ, თუ მას სწორად მოეპყრობით.

მაშინ რა მოხდა 1 მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ? – ოლასონმა ოდომეტრზე მილიონიან ნიშნულს სწორედ დილერთან ერთად მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ოდომეტრი უბრალოდ არ იყო შექმნილი შვიდნიშნა რიცხვების ასასახად, სადილეროს წარმომადგენლის თქმით, ეს ლეგენდარული მომენტი იყო. 

საბოლოოდ, ისლანდიელმა ფერმერმა თავისი საკულტო ავტომობილი შეცვალა, თუმცა კვლავ ბრენდისა და მოდელის ერთგული დარჩა და ახალი ŠKODA OCTAVIA აირჩია. მისი ძველი OCTAVIA კი, შთამბეჭდავი გარბენით, სამომავლოდ შესაძლოა მუზეუმშიც ვიხილოთ. თუმცა ამჟამად ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკის საშუალო სკოლაში, საავტომობილო ინჟინერიის პროგრამის ფარგლებში მექანიკის შესასწავლად გამოიყენება.

 

მსგავსი სიახლეები