ფერარი, ფერარი ფუროსანუეი
Aa
Aa

გადაიხდიდით $20 000-ს Ferrari Purosangue-ს 1:8 მასშტაბის მოდელში?

მაღალი ხარისხის SUV, განსაკუთრებით კი თუ ის Ferrari-ს Purosangue-ია, ალბათ ბევრს სურს. გარდა დახვეწილი დიზაინისა, ეს მოდელი, რომელსაც Ferrari თავად SUV-დ არც კი აღიარებს, განსაცვიფრებელ წარმადობას გვთავაზობს და თანაც, პრაქტიკულია. თუმცა რამდენად სწორად მიგაჩნიათ, $20 000-ის გადახდა მის 1:8 მასშტაბის მოდელში?

კომპანია Amalgam-მა, პლანეტის საუკეთესო საკოლექციო მოდელების წარმოებითაა ცნობილი, ახლახან თავისი Purosangue წარადგინა. ფასის მიუხედავად, ცოტა თუ იტყვის, რომ ეს დახვეწილი ნიმუში მაღალი ღირებულების შეფასებას არ იმსახურებს. რთულია არ აღფრთოვანდე იმ დეტალებით, რომელიც ამ Purosangue-ს ნამდვილად გამოარჩევს.

კომპანია Purosangue-ს მხოლოდ 199 მოდელის აწყობას გეგმავს. ის Ferrari-ს დახმარებით შეიქმნა და რა გასაკვირია, რომ ქარხნულ CAD-ის მონაცემებსა და საღებავის კოდებსაც კი გვთავაზობს.  Amalgam-ის ინფორმაციით, ამ მოდელის შემუშავებას 3 000 საათზე მეტი დასჭირდა, ხოლო თითოეულის აწყობას 300 საათზე მეტი. მოდელები ათასობით ზუსტად დამუშავებული ნაწილისგან, მათ შორის ფოტოგრავირებისა და CNC-ით დამუშავებული ლითონის კომპონენტებისგანაა შექმნილი.

რა თქმა უნდა, თითოეული Purosangue ხელითაა დამზადებული. დასრულებული სახით მისი სიგრძე კი, 62 სანტიმეტს აღწევს. Amalgam-ის სტანდარტული მოდელის ფასი 15 995 აშშ დოლარია, მაგრამ მათ, ვისაც რაღაც განსაკუთრებული სურს, შეუძლიათ სპეციალურად დამზადებული, Bespoke-ვერსია აირჩიონ. თუმცა მისი ფასი $20 795-ს აღწევს. დამატებითი თანხის სანაცვლოდ, მყიდველებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ, როგორც  საღებავის, ასევე სალონის ფერი, დისკების სტილი და სამუხრუჭე კალიპერების სტილიც კი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები