2001 წლის წარმოუდგენელი Hartge H50 | პირველი მესამე სერია, M-ის V8 ძრავით
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პირველი M3 ავტოსპორტისთვის შექმნილი 4-ცილინდრიანი ძრავით გამოდიოდა, შემდგომი მოდელები - ერთის გარდა - ექვსცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. BMW M-მა V8-ძრავიანი E90 M3-ის შემუშავებისას ტრადიცია დაარღვია, თუმცა ეს პირველი სერიული წარმოების მესამე სერია არ ყოფილა, რომელსაც ასეთი ძრავა ჰქონდა.
არაოფიციალურად, ეს ტიტული E46-ზე დაფუძნებულ Hartge H50 V8-ს ეკუთვნის - ტუნერის მომხიბლავ მანქანას, არანაკლებ მომხიბლავი ისტორიით. სახელი, Hartge, Bimmer-ის სინონომია. თუმცა ის ისეთი ცნობილი არ გახლავთ, როგორებიც BMW-ს სხვა ტუნერები, AC Schnitzer, Alpina ან Hamann არიან.
1971 წელს, ყოფილმა მრბოლელმა და უბრალოდ BMW-ს ენთუზიასტმა, ჰერბერტ ჰარტგემ დააარსა კომპანია, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთი წარმოუდგენელი შესაძლებლობების ავტომობილი შექმნა. ლეგენდის თანახმად, 2000 წელს ჰარტგემ ახალი E46 M3 შეუკვეთა. მაგრამ BMW-მ განუცხადა, რომ მანქანის მისაღებად მას დაახლოებით 1 წელი უნდა მოეცადა. ჰარტგეს ლოდინი არ სურდა და გადაწყვიტა, E46 M3 თავადვე შეექმნა.
პროექტს საფუძვლად სტანდარტული 330ci ძრავა უდგას. ჰარტგემ და მისმა გუნდმა 228 ცხ.ძ-ის მქონე ექვსცილინდრიანი ძრავა აიღეს, მაგრამ მისი მოდიფიკაციის ნაცვლად, გადაწყვიტეს, ის უფრო მძლავრი, მაგრამ ამავდროულად ორიგინალური მოდელით შეეცვალათ. E36 M3-დან მოძველებული S50-ის გამოყენება ფაქტობრივად გამორიცხული იყო - გამონაბოლქვზე შეზღუდვებისა და არასაკმარისი სიმძლავრის გამო - ამის გამო, ჰარტგემ E39 M5-ის ლეგენდარულ S62-ზე, BMW M-ის მიერ შემუშავებულ პირველ სერიულ V8 ძრავზე გააკეთა არჩევანი.
საჭირო და მაღალტექნოლოგიური განახლებებით - როგორიცაა ელექტრონულად მართული ინდივიდუალური დროსელ-საფარების კორპუსი თუ ნახევრად მშრალი ქვეშის მქონე კარტერით შეზეთვის სისტემა - 4.9-ლიტრიან ძრავას 394 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლო. და რაც მთავარია, მისი E46 ძრავის განყოფილებაში მოთავსება შედარებით მარტივი საქმეც იყო.
ამის გარდა, ინჟინრებმა ძრავის მართვის ბლოკის ხელახლა დააპროგრამეს, განაახლეს სიჩქარის შემზღუდველი და შეცვალეს გამონაბოლქვი სისტემა, რამაც საბოლოოდ S62-ს საშუალება მისცა 7000 ბრ/წთ-ისთვის მიეღწია. მაშინ, როდესაც საწყისი მოდელების ნაწილი E39 M5-ის მსგავს სიმძლავრეს გამოიმუშავებდა, სხვა მოდელების შესაძლებლობებმა 444 ცხენის ძალას და 520 ნიუტონ მეტრსაც მიაღწია.
E46-ს M5-ის სამუხრუჭე კალიპერები და დიდი, ვენტილირებადი დისკებიც მოარგეს, რამაც მანქანას დამუხრუჭებისთვის საკმარისი ძალა მისცა. ამ ყველაფერს კი, ექსტერიერის ცვლილებები, მათ შორის უკანა სპოილერი, უფრო პატარა გვერდითა სარკეები, სპეციალურად გამოწეული კაპოტი და გვერდითი კალთები დაემატა, რომელიც თითქმის E46 M3-ის იდენტური იყო.
რაც შეეხება ინტერიერს, აქ გამოსარჩევი M5-ის საჭე და Recaro-ს სპორტული სავარძლებია. თუმცა, შესაძლოა, ის Porsche 911 GT3-დან ნასესხები სარბოლო სტილის სავარძლებითაც იყო აღჭურვილი, ეს ზუსტად არ ვიცით.
Pirelli P7000-ის საბურავებში გახვეულ Hartge Classic-ის 19-ინჩიანი შენადნობის დისკებზე, H50 V8 ძრავა სუპერქარისთვის შესაბამის შედეგებსაც აჩვენებდა. მოდელი 0-დან 100-მდე ოთხ წამზე ოდნავ მეტ დროში ჩქარდებოდა და მაქსიმალურ სიჩქარეზე 300 კმ/სთ-ს აღემატებოდა.
H50 V8 ძრავა 2001 წლიდან 2006 წლამდე იწარმოებოდა, მაგრამ Hartge-ს წარმოების ზუსტი რაოდენობა არასდროს დაუდასტურებია. არსებული ცნობებით, ამ ძრავის ოცზე მეტი ეგზემპლარი საჯარო ტრასებისთვის ლეგალური არც ყოფილა, თითოეულის ფასი კი, 106 700 ევროდან იწყებოდა (შესაბამისად, დღეს 142 000 ევროზე მეტი).
სამწუხაროდ, Hartge-მა ოპერირება 2019 წელს ფინანსური სირთულეების გამო შეწყვიტა, თუმცა მისი საოცარი მოდელები არსებობას კვლავ განაგრძობენ.