90-იანები, სუპერქარი, ლამბორგინი, აუდი, იტალიური დიზაინი, 10-ცილინდრიანი, კალა, გალარდო, ნიდ ფორ სპიდი
Aa
Aa

მივიწყებული Lamborghini Cala და მისი რეინკარნაცია

საავტომობილო კომპანიების არქივში უამრავი მოდელი ინახება, რომლებიც სერიულად არ წარმოებულა, თუმცა მათი კვალი მომავალში მაინც აისახა და ახალი მოდელების წარმოშობას ხელი შეუწყო. ერთერთი მათგანი Lamborghini Cala- აა და ავტომოყვარულების უმეტესობა მას ჩვენი ბავშვობის ვიდეო თამაშიდან, კერძოდ კი Need For Speed 2-დან იცნობს.

LAMBORGHINI CALÀ: UM PROTÓTIPO QUE NUNCA FOI FABRICADO | PlanetCarsZ

ამ ავტომობილის ისტორია საინტერესოა, რადგან იგი კომპანიის სამოდელო სიაში Baby Lamborghini უნდა ყოფილიყო. ეს კონცეფცია შემდეგს გულისხმობდა - შედარებით მცირე ზომის ძრავა და გაბარიტები, რაც მის ღირებულებას შეამცირებდა და მისი შეძენა უფრო ფართო მასებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნებოდა.

1995 Lamborghini Cala Italdesign Concept

Cala-ს ვიზუალზე ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ჯუჯარომ იმუშავა, ხოლო მისი აგრეგატი კომპანიისთვის სრულად ახალი იყო. მისი მოცულობა 4 ლიტრს შეადგენდა და 10-ცილინდრიანი იყო. პატარა ლამბოს მაქსიმალური ცხენის ძალა 400-ს შეადგენდა და 0-დან 100-მდე 4.9 წამში ჩქარდებოდა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე კი 291 კმ/სთ-ს აღწევდა.

What car interiors do you like? : r/cars

იტალიური კომპანია 1995 წელს სამწუხაროდ ფინანსურად მზად ვერ აღმოჩნდა ახალი პროექტისთვის და Cala-ც პროტოტიპად დარჩა. თუმცა მომდევნო წლებში, როდესაც Audi-მ “ლამბო“ იყიდა, მისი არქივებიდან Cala ამოქექა. ამ ყველაფერმა ახლი მოდელის წარმოშობას ხელი შეუწყო, რომელსაც ჩვენ Lamborghini Gallardo-თი ვიცნობთ. ეს უკანასკნელიც Baby Lamborghini-ს იდეას ატარებს, ისიც 10-ცილინდრიანია და ჩვენს წინაშე იგივე ფერით წარსდგა.

მსგავსი სიახლეები