აუქციონი, მეორადი ავტომობილები, ბიემვი, ბიემვი ემ5, მეორადი ავტომობილების ფასები
Aa
Aa

$20 000-იანი ზარალი 300 კმ-ში | რატომ უნდა იყიდოთ ახალი M5 რამდენიმე თვეში?

ახალი BMW M5 შეიძლება წარმოუდგენლად სწრაფი და მძლავრი იყოს, თუმცა მსგავსი მახასიათებლებიც კი არ იცავს მას გაუფასურებისგან. მაგალითად, ეს თითქმის ახალი, 2026 წლის BMW M5-ია, რომელმაც ერთი მფლობელი უკვე შეიცვალა. მანქანას  300 კილომეტრზე მცირედით მეტი თუ ჰქონდა დაფარული, თუმცა მხოლოდ 114 786 აშშ დოლარად გაიყიდა. რეალურად, ამ M5-ის რეკომენდებული საცალო ფასი $133 325-ია.

ახალ M5-ში მართლაც რომ ბევრი თვისებაა აღსანიშნი. შეიძლება ის ძალიან მძიმე იყოს, თუმცა შესანიშნავი 4.4-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავა გამოარჩევს, რომელიც 14.8 კვტ/სთ-ის აკუმულატორის ბლოკთანაა დაწყვილებული. შედეგად, ეს მოდელი 717 ცხენის ძალას და 1 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

მიუხედავად ამისა, დამატებითი წონა მაინც პრობლემა იყო, რადგან ახალი მოდელი დაახლოებით 544 კილოგრამით უფრო მძიმე გამოვიდა, ვიდრე მისი წინამორბედი. თუმცა როგორც  კრის ჩილტონმა გასულ წელს ამ მოდელის გამოცდისას თქვა, BMW M-ის შასის მაგიისა და კარგად მორგებული საჭის წყალობით, ამ წონას რეალურად ვერც გრძნობთ.

ამ კონკრეტულ M5-ზე $3 600-იანი Frozen Deep Grey საღებავია გამოყენებული, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ამას დამატებული $1 700-იანი Driving Assistance Professional-ის პაკეტი, $3 100-იანი კარბონის პაკეტი და $1 850-იანი Executive-იც.

პირველმა მფლობელმა, 2025 წლის მაისში შეძენის შემდეგ, ავტომობილით მხოლოდ 320 კილომეტრი დაფარა. მალევე კი Cars & Bids-ის მეშვეობით აუქციონზე გაიტანა. თუმცა ამ პერიოდში საკმაოდ დიდი თანხა იზარალა, რადგან ცვეთის ხარჯის გათვალისწინებით, მანქანის 20 000-ით ნაკლებად გაყიდვა მოუხდა. მაგრამ ეს კარგი ამბავია მეორე მხარისთვის, რომელმაც თითქმის ახალი M5 საკმაოდ სოლიდური შეღავათით შეიძინა.

 

მსგავსი სიახლეები