ელექტრომობილი, გაყიდვები, საიბერთრაქი, ტესლა საიბერთრაქი
Aa
Aa

Cybertruck-ის ყველაზე იაფი ვერსია უკვე მკვდარია | რატომ შეწყდა წარმოება?

Cybertruck-ი პირველი შემთხვევა არაა, როდესაც Tesla-მ თავისი ელექტრომობილის შედარებით ხელმისაწვდომი ვერსია შემოგვთავაზა. თუმცა არც ბოლოა ალბათ, როდესაც მას გაფრთხილების გარეშე გაყიდვებიდან ამოიღებს. $69 990-დან დაწყებული ღირებულებით, ის ყველაზე ხელმისაწვდომი Cybertruck-ი იყო, რომლის შეძენაც შეიძლებოდა.

ყველაზე იაფია ელექტოპიკაპის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, Cybertruck-ის ღირებულება სრულადამძრავი მოდელით $79 990-დან იწყება და 114 990-დოლარიანი Cyberbeast-ით მთავრდება. აღსანიშნავია, რომ მისი წარდგენისას, 2019 წელს, Tesla-მ განაცხადა, რომ მისი ელექტროპიკაპის ფასი მხოლოდ $39 900-დან დაიწყებოდა. თუმცა აშკარად, ასე არ მოხდა.

დიდი ალბათობით, წარმოების შეწყვეტის მიზეზი დაბალი მოთხოვნა გახდა. შედეგად, ამერიკულ ავტომწარმოებელს უბრალოდ არანაირი მოგება აღარ ექნებოდა, რომ Cybertruck-ის ყველაზე საბაზისო ვერსიის წარმოება გაეგრძელებინა. თანაც თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ მოდელს თითქმის ყველაფერი აკლდა. დაწყებული იმით, რომ მხოლოდ ერთი ელექტროძრავა ჰქონდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ Tesla-მ ახალი, ყველაზე იაფი Cybertruck-ი აპრილში გამოუშვა. მოდელი მხოლოდ უკანა ამძრავი იყო და ერთი ძრავა ჰქონდა, სრულად ამძრავი ორძრავიანი ვერსიებისა. The Cybertruck Long Range-ს ერთი დამუხტვით 570 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, 40 კილომეტრით მეტის, ვიდრე სრულად ამძრავ მოდელს. თუმცა, სრულად ამძრავ ვერსიასთან შედარებით, უკანა ამძრავი Cybertruck-ი შედარებით ნელა ჩქარდება და 0-დან 100-მდე მიღწევას 6.2 წამს ანდომებს. ცნობისთვის, AWD-ს 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 4.1 წამი სჭირდება.

ყველას, ვისაც ერთძრავიანი Cybertruck-ის ყიდვა სურდა, ახლა მოუწევს მეორადი ავტომობილების ბაზარს მიაშუროს. ან უბრალოდ $10 000-ით მეტი უნდა გადაიხადონ და ამ ელექტროპიკაპის სრულამძრავიანი ვერსია შეიძინონ.

 

მსგავსი სიახლეები