საქართველო, ფერარი, ფერარი 296 ჯითიბი, ხამზატ ჩიმაევი, ფერარი ქლაბ ჯორჯია
Aa
Aa

ხამზატ ჩიმაევს საქართველოში $340 000-იანი Ferrari აჩუქეს

UFC-ის ჩემპიონ ხამზატ ჩიმაევს საქართველოში ვიზიტისას $340 000-ად შეფასებული Ferrari 296 GTB აჩუქეს. აღნიშნულის შესახებ Instagram-გვერდზე ვიდეო ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. 

2025 წლის Ferrari 296 GTB-ის საწყისი ფასი დაახლოებით 340 000 აშშ დოლარია, თუმცა ეს ფასი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს დამატებითი ფუნქციებითა და მოდიფიკაციებით. 296 GTB მაღალი კლასის სუპერქარია, რომელიც ტვინ-ტურბო V6 ძრავითა და ელექტროძრავითაა აღჭურვილი. შედეგად, მოდელი 819 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რომელსაც 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის წყალობით, უკანა ბორბლებზე ანაწილებს.

View this post on Instagram

A post shared by Daur Gigauri (@dgigauri)

ამ მონაცემებით, Ferrari 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.9 წამში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 330 კმ/სთ-ზე აღწევს. მოდელის ბატარიის ტევადობა კი 7.45 კვტ/სთ-ია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ელექტრორეჟიმზე Ferrari 30 კილომეტრს გადის. ავტომობილის სხვა მთავარ მახასიათებლებს შორისაა კარბონ-კერამიკული მუხრუჭები ადაპტირებადი ამორტიზატორები და სრულად ციფრული ხელსაწყოთა პანელი.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში გამართულ ბრძოლაში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მებრძოლმა ჩიმაევმა სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესი დაამარცხა. შედეგად, ჩიმაევი საშუალო წონითი კატეგორიის ახალი ჩემპიონი გახდა.

 

 

მსგავსი სიახლეები