დეფექტი, უკან გაწვევა, ჯენერალ მოტორსი, კორვეტი, კორვეტი ზეტ06
Aa
Aa

$140 000-იანი Corvette C8 ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლში გაეხვა

როდესაც GM-მა პირველ შუაძრავიან Corvette-ზე დაიწყო მუშაობა, სპორტული მოდელებიდან თავის ახალ ქმნილებას ყველაზე მეტად ატმოსფერულ Ferrari 458-ს ადარებდა. Ferrari 458 თავისი მაღალი წარმადობითაა ცნობილი, თუმცა ერთი დიდი პრობლემა აქვს - ეს პრობლემა ხანძრისადმი მიდრეკილებაა. და თუ ამ ვიდეოს მიხედვით ვისმჯელებთ, GM-მა თავისი მოდელი Z06-ს ამაშიც „დაამგვანა“.

ერთ-ერთი მომხმარებლის 2024 წლის Corvette Z06 3LZ ივნისში, ბენზინგასამართ სადგურზე მოულოდნელად ცეცხლის ალში გაეხვია. ხანძარი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ მძღოლმა თავისი 670 ცხ.ძ-იანი სპორტქარის გადასარჩენად ვერაფერი გააკეთა და მანქანაც სრულად განადგურდა.

იმავე თვეში, მფლობელმა მომხდარის შესახებ Facebook-ის საშუალებით განაცხადა და Corvette-ის სხვა მფლობელებს ჰკითხა, იგივე გამოცდილება მათაც ხომ არ ჰქონდათ. „მანქანა ბენზინის ჩასხმის დროს აფეთქდა. ერთი ვარაუდი მაქვს, მაგრამ მაინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები,“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

საინტერესოა, რომ ეს C8 ერთადერთი არაა, რომელსაც ეს ბედი ეწია. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მრავალი პოსტი, სადაც „გამდნარი“ Corvette-ებია ნაჩვენები ადასტურებს, რომ პრობლემა მხოლოდ ერთი Z06-ით არ შემოიფარგლება. უფრო მეტიც, ხანძრის შედეგად GM-ის ერთ-ერთი კომპანიის მანქანაც კი განადგურდა.

GM-მა გასულ თვეში ახალი Corvette-ების გაყიდვები გარკვეული დროით შეაჩერა და 2023-2026 წლების 23 000-ზე მეტი ავტომობილი უკანაც გაიწვია. მიზეზი დიზაინში არსებული დეფექტები იყო, რაც შესაძლოა საწვავის შევსების დროს ფატალური ინციდენტს მიზეზად იქცეს. კერძოდ, თუ საწვავის ორთქლი ან დაღვრილი სითხე ახლოს მდებარე გამაგრილებელი ვენტილატორისკენ გადავა, ის შესაძლოა ძრავის ცხელ განყოფილებაში მოხვდეს და აალება გამოიწვიოს.

„Wall Street Journal“-ის ცნობით, Chevy-მ უკვე შეიმუშავა დამცავი ფარი, რათა დაღვრილი ბენზინი ძრავაში არ მოხვდეს. ნაწილის გამოშვებამდე, სავარაუდოდ, მომდევნო რამდენიმე კვირაში, მომწოდებლისა და დისტრიბუციის დეტალების დაზუსტება გახდება საჭირო.

 

მსგავსი სიახლეები