ზეთის შეცვლის შემდეგ, GLE-ის მფლობელს სადილერომ $40 000 შესთავაზა | მიზეზი
მაშინ, როდესაც საქმე ავტომობილის მოვლა-პატრონობას ეხება, ზეთის შეცვლა ალბათ ერთ-ერთი უმარტივესი რამაა, რისი გაკეთებაც მის მფლობელს შეუძლია. ბევრი მძღოლი ამას თავადაც კი ახერხებს. ამის მიუხედავადაც, არსებობს ისეთი ისტორიები, რომლებიც ამ სიმარტივეზე დაგვაფიქრებს.
მსგავსი ისტორია აქვს ჟაკლინ გემბლის, რომელმაც თავისი 2021 წლის GLE 350 ზეთის შესაცვლელად Mercedes-Benz-ის სადილეროში მიიყვანა. ავტომობილის „შეკეთების“ შემდეგ, გემბლიმ მანქანა წამოიყვანა, თუმცა რამდენიმე კვირაში „ხმამაღალი კაკუნის ხმა“ გაიგო და მისი კროსოვერიც გაჩერდა.
მან მანქანა სადილეროში დააბრუნა, სადაც ძრავის ძირში დიდი ხვრელი აღმოაჩინეს. მექანიკოსებმა მანქანას ბევრი ვერაფერი გაუგეს, თუმცა ფაქტია, რომ ძრავა შიგნიდან დაიშალა, ან აფეთქდა და ხვრელიც აქედან გაჩნდა. ცხადია ძრავა გაფუჭდა და გემბლის, როგორც ცნობილია, მის შესაცვლელად $40 000 შესთავაზეს. ეს თითქმის იმდენივეა, რაც ახალი GLA-ის ფასი და მფლობელი თვლის, რომ ავტომობილს, სავარაუდოდ, ზეთის შეცვლის დროს რაღაც დაუზიანეს.
მისი ეჭვებიც გონივრულია, თანაც ორმა მექანიკოსმა გემბლის დაუდასტურა, რომ შესაძლოა მანქანას საკმარისი ზეთი არ ჰქონდა. ანდაც, ზეთი საერთოდ არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ამის დამტკიცება მოგვიანებით რთულია, თუმცა ზეთის ნაკლებობას, როგორც ჩანს, ლოგიკური ახსნა აქვს, რადგან კროსოვერი, შეკეთებიდან რამდენიმე კვირა ჩვეულებრივად მოძრაობდა.
პრობლემის გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, გემბლისთვის ეს პერიოდი დიდი დისკომფორტი იყო. მათ შორის $2 000-ზე მეტი მანქანის დაქირავებაში დახარჯა, სანამ მისი Mercedes-ი შესაკეთებლად იყო. მაგრამ კარგი ამბავია ისიც, რომ გემბლს მესამე მხარის გარანტია ჰქონდა, რომლებიც მეორადი ძრავის შესაცვლელად $15 000-ის გადახდას დათანხმდნენ.