ჩაძირული ავტომობილები, ბუნებრივი სტიქია, პორშე კაიმანი, ნისან არ35 ჯითიარი, ბიემვი იქს6, მერსედეს სიელეი შუთინგ ბრეიქი
Aa
Aa

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად ასობით მანქანა დაზიანდა | ავტოსადგომები ტბად გადაიქცა

მანქანის დაცულ ავტოსადგომზე დატოვება, როგორც წესი, უსაფრთხო არჩევანია. ყოველ შემთხვევაში, არავინ მოელის, რომ მისი ავტომობილი მეორე დღეს დატბორილი დახვდება. თუმცა ბუნებრივი სტიქიები არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა, მისგან თავის დაცვა კი, საკმაოდ რთული საკითხი.

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად ასობით მანქანა დაზიანდა, ხოლო ავტოსადგომები რეალურად ტბებსაც კი დაემსგავსა. რეკორდული წვიმის შემდეგ, მიწისქვეშა ავტოსადგომი თითქმის სრულად დაიტბორა და 274 ავტომობილიც დააზიანა. თან ისე, რომ მათი აღდგენა კითხვის ქვეშ დადგა.

იაპონიას ქარიშხალი 12 სექტემრის ღამეს დაატყდა თავს, სულ რაღაც ერთ საათში კი, დაზარალებული რეგიონისთვის ნალექის რეკორდული მაჩვენებელიც დაფიქსირდა. წყალდიდობის შედეგებს ვერც ქალაქის სადრენაჟე ქსელი გაუმკლავდა. ამ ბიზნეს პარკინგს კი გადარჩენის შანსი ნამდვილად არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებმა, ტერიტორიის დასაცავად, შესასვლელად ქვიშის ტომრებიც კი განალაგეს.

თუმცა წყლის შეჩერების საშუალება არ არსებობდა. წვიმის შემდეგ, პირველი სართული, რომლის ჭერის სიმაღლე 3.5 მეტრს შეადგენს, მთლიანად წყალში ჩაიძირა, ხოლო მეორე სართული - 1.2 მეტრამდე დაიფარა.

როგორც Kuruma News-ი წერს, ავტოსადგომის ორ სართულზე დაახლოებით 500 მანქანის განთავსებაა შესაძლებელი, თუმცა ქარიშხლის დროს ის სრულად დატვირთული არ ყოფილა. მაგრამ, ფარეხში  274 მანქანა იყო ჩარჩენილი და მათ გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ ჰქონდათ. საბედნიეროდ, ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ეროვნული საავტომობილო გზების განყოფილებამ, ავტოფარეხის ფოტოები მოგვიანებით სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჩაძირულ მანქანებს შორის რა თქმა უნდა, ბევრი Toyota იყო, მათ შორის Crown Sedan, Land Cruiser Prado, Prius, Alphard, HiAce და Probox, ასევე ისეთი ცნობილი მოდელებიც, როგორებიცაა Nissan R35 GT-R, Porsche Cayman, Mercedes CLA Shooting Brake და BMW X6.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები