ელექტრომობილი, ტესლა, საიბერთრაქი, ტესლა საიბერთრაქი, ელექტროპიკაპი
Aa
Aa

გერმანიაში ჯარისკაცებს Cybertruck-ის შეძენა აუკრძალეს | პიკაპი უსაფრთხოების სტანდარტებს არღვევს

თუ გერმანიაში Tesla-ს ელექტროპიკაპის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ არ გაგიმართლათ. ერთი, რომ Tesla-ს ელექტროპიკაპი ქვეყანაში პირდაპირ არ იყიდება და მეორე, რომ ევროპის კავშირის უსაფრთხოების რეგულაციებსაც არ შეესაბამება. ინტერნეტში გავრცელებული დოკუმენტის საფუძველზე ირკვევა, რომ Cybertruck-ის მართვის უფლება აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებსაც კი არ ექნებათ.

ამ კვირაში, აშშ-ის არმიის საბაჟო სააგენტოს მიერ გაზიარებულ ინსტრუქციაში მოცემულია მიზეზები, რის გამოც Cybertruck-ი გერმანიაში ოფიციალურად აკრძალულია. დადებული შეთანხმების თანახმად, რიგითი მოქალაქეების გარდა, პირადი მოხმარებისთვის აშშ-დან იმ მანქანების შემოყვანა არ შეუძლიათ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებსაც. ეს ეხება იმ ავტომობილებსაც, რომლებიც ევროპული უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ.

გერმანიაში Cybertruck-ის აკრძალვა პასიური უსაფრთხოების საკითხებს ეფუძნება. Cybertruck-ის ბასრი კიდის მქონე უჟანგავი ფოლადის კორპუსი ფეხით მოსიარულეთა, ველოსიპედისტთა და მოტოციკლისტთა დასაცავად შექმნილ უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება. განცხადების თანახმად, პიკაპი მნიშვნელოვნად არღვევს სამართლებრივ მოთხოვნებს. 

„ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, აშშ-ის არმიის საბაჟო სააგენტო Tesla Cybertrucks-ისთვის იმპორტის სერტიფიკატებს არ გასცემს“. უსაფრთხოების საკითხების გარდა, დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ Cybertruck-ი ეწინააღმდეგება არმიის სტანდარტებს და უეჭველად მიიპყრობს გარშემომყოფების ყურადღებას.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები