ბიემვი, ტოიოტა, ტოიოტა სუპრა, ავტოწარმოება, ბიემვი ზეტ4, ბიემვი ნოიე კლასე, ნოიე კლასე
Aa
Aa

BMW Z4-ის ეპოქა დასრულდა | შესაძლებელია, Neue Klasse-ის პლატფორმაზე სპორტქარების წარმოება?

BMW Z4-ის ეპოქის დასასრული ახლოვდება. გერმანული კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტქარის წარმოება მომდევნო წელს სამუდამოდ შეწყდება. Z4-ის გაყიდვები შესაძლოა მწვერვალებს არც არასდროს იპყრობდა, თუმცა თავისი ერთგული მომხმარებელი, რომელსაც ის დღემდე უყარს, ყოველთვის ჰყავდა.

რა მოხდება Z4-ის წარმოების დასრულების შემდეგ უცნობია. BMW-ის არც ის დაუდასტურებია, გამოვა თუ არა ოდესმე ახალი თაობის მოდელი. თუმცა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, კომპანიის წამყვანმა აღმასრულებელმა აღნიშნა, რომ Neue Klasse-ს ეპოქაში სავარაუდოდ კვლავ იქნება ადგილი სპორტქარისთვის.

BMW-ს განვითარების მიმართულების საბჭოს წევრმა, იოახიმ პოსტმა, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა და მათ შორის თქვა, რომ ახალ Neue Klasse პლატფორმაზე სპორტული ავტომობილების დაფუძნება წესით შესაძლებელი უნდა იყოს. რეალურად, ამჟამინდელი Z4 იაპონურ Toyota-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, თუმცა Neue Klasse პლატფორმა BMW-ს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას აძლევს. პოსტმა კონკრეტულ დეტალებს თავი აარიდა, თუმცა ხაზი კომპანიის მოდულური განვითარების მიდგომას კიდევ ერთხელ გაუსვა.

„ჩვენ საერთო კომპონენტები გვაქვს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის მანქანებისა და სხვადასხვა სეგმენტისთვისაა მორგებული. მაგალითად, ელექტრო მართვის ბლოკები, აკუმულატორი, ყველაფერი იგივეა, მაგრამ ინტეგრირებულია სხვადასხვა პაკეტში. BMW-ის გუნდისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო შეგვემუშავებინა ისეთი კომპონენტები, რომელსაც სხვადასხვა ხაზში მარტივად გამოვიყენებდით“, - განაცხადა პოსტმა.

პოსტის თანახმად, სწორედ ეს სტრატეგია BMW-ის, თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფად ათვისებისა და დანერგვის საშუალებას აძლევს. ამ ყველაფერს კი, ერთ მთავარ კითხვამდე მივყავართ. თუ ოდესმე BMW თავის Z4-ს დააბრუნებს, რომელი ძრავა იქნება მისთვის ყველაზე შესაფერისი?

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები