, ფოლცვაგენი, ავტოწარმოება, თანამშრომელთა შემცირება
Aa
Aa

VW ცუდი დისციპლინის გამო სამსახურიდან „გაგათავისუფლებთ“ | რა იქცა დათხოვნების მიზეზად?

Volkswagen-მა ურთულესი წელი გაიარა - მოთხოვნის კლებიდან დაწყებული, წარმოების დაპაუზებითა და სამუშაო ადგილების შემცირებებით დასრულებული. თუმცა ახლა კომპანია მხოლოდ კეთილდღეობაზე ზრუნავს და თანამშრომლებს, რომლებიც წესრიგს არღვევენ, გათავისუფლებით ემუქრება.

ექვს თვეში ერთხელ გამოქვეყნებული უახლესი შიდა დისციპლინური ანგარიშის თანახმად, Volkswagen-მა, მხოლოდ 2025 წლის პირველ ნახევარში, წესების დარღვევის გამო 548 თანამშრომელი გაათავისუფლა. იმავე პერიოდში, ოფიციალური გაფრთხილება კომპანიის 2 079 თანამშრომელმა მიიღო. მენეჯმენტის ვარაუდით, გათავისუფლებულების რიცხვი წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

დისციპლინური ზომების დარღვევის დიდი ნაწილი  უმიზეზო გაცდენებზე მოდიოდა. Bild-ის ცნობით, VW-ს მთავარმა ბრენდმა, თავის ექვს მსხვილ გერმანულ ქარხანაში, მხოლოდ წელს უკვე 300-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა.

გასულ წელს ღონისძიებაზე გამოსვლისას, VW-ის ბრენდის ხელმძღვანელმა, თომას შეფერმა, განაცხადა, რომ სამსახურის გაცდენები კომპანიას ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ევრო უჯდება. VW-მა თანამშრომლები ცოტა ხნის წინ გააფრთხილეს კიდეც, რომ საპატიო მიზეზის გარეშე განმეორებითი გაცდენა შესაძლოა მათი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდეს.

და ეს ყველაფერი არაა. გამოცემების თანახმად, ოსნაბრიუკის ქარხანაში წარმოება ამ თვეში ერთი კვირით შეჩერდება, ხოლო წლის ბოლომდე კვირაში სულ მცირე ერთი დღით დაიხურება. ცნობისთვის, ოსნაბრიუკის ქარხანაში T-Roc Cabriolet-ი იწარმოება, რომელიც სავარაუდოდ 2026 წელს შეწყდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები