ქალმა ბეღელში 20 წლით მიტოვებული 1959 წლის Cadillac Coupe DeVille აღმოაჩინა
განსაცვიფრებელი და ძალიან კარგ მდგომარეობაში მყოფი 1959 წლის Cadillac Coupe DeVille, ცოტა ხნის წინ, მტვრიან ბეღელში აღმოაჩინეს, სადაც ის უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ინახებოდა.
ამ მოდელის ისტორია რეალურად 1949 წლიდან იწყება. ამ წელს DeVille, როგორც Series 62-ის მოდიფიცირებული ვერსია წარადგინეს. თუმცა უკვე 1959 წელს, დაახლოებით ერთი სრული ათწლეულის შემდეგ, DeVille დამოუკიდებელ ავტომობილად იქცა. იმ წელს Cadlillac-მა 53 000-ზე მეტი ერთეული DeVille გაყიდა, რაც წლიური შედეგის 40%-ს შეადგენდა.
ცნობისთვის, ავტომობილის წარმოება 2005 წლამდე გაგრძელდა. როგორც ჩანს, ეს მოდელი ბეღელში დაახლოებით ამ წლიდან მოყოლებული ინახება. ეს კონკრეტული მოდელი მამაკაცმა შოურუმიდან იყიდა და წლების განმავლობაში მართავდა, მანამ სანამ თავის შვილს გადასცემდა. თუმცა წლების შემდეგ, DeVille-ის საბოლოო გაჩერება ეს ბეღელი აღმოჩნდა.
საქმე იმაშია, რომ ავტომობილის მფლობელის გარდაცვალების შემდეგ, ეს მანქანა მის ქალიშვილს დარჩა. მან კი, DeVille-ის გაყიდვა გადაწყვიტა. ასე აღმოჩნდა ავტომობილი, რომელმაც 20 წელი ბეღელში გაატარა, ავტომოყვარულ სარასთან, რომელმაც DeVille-ს „საკულტო აღმოჩენის“ ტიტული მიანიჭა.
„ეს მანქანა დაახლოებით 20 წელია ბეღელში იდგა, დაახლოებით 15 სანტიმეტრის მტვრით დაფარული“, - დასძინა მან. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ მანქანა იდეალურ მდგომარეობაში იყოს. Coupe DeVille ბეღელში გაჩერებამდე მისმა წინა მფლობელმაც გააპრიალა.
რაც მთავარია, Cadillac-ს თავისი ქარხნული შავი საღებავში შენარჩუნებული აქვს, ინტერიერიც კარგად გამოიყურება და მისი 6.4-ლიტრიანი V8 ძრავაც. თუმცა, მანქანას დიდი დროით მოუწია გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნა, რის გამოც ის ფაქტობრივად აღარ მუშაობს.
მაგრამ, სარა ამ ფაქტს არ შეუშინებია. საქმე იმაშია, რომ ენთუზიასტი წლები ეძებდა, სრულად ქარხნულ მდგომარეობაში შენარჩუნებულ 1959 წლის Cadillac-ს. ზუსტად ისეთს, როგორიც ჩვენი ისტორიის დღევანდელი გმირია. ახლა სარა ვინტაჟური მანქანის აღდგენასა და გაცოცხლებას გეგმავს.