რამდენად ბიუჯეტურია ელექტრომობილი სინამდვილეში? | Nissan Leaf-ის მფლობელის გამოცდილება
ერთ-ერთი მთავარი მოტივი, რომელიც შიგა წვის ძრავის მქონე ავტომობილებსა და ელექტრომობილებს შორის არჩევანის გაკეთებისას, მძღოლებს ამ უკანასკნელი სასარგებლოდ უბიძგებს, ალბათ EV-ების დაბალხარჯიანობაა. თუმცა ბევრი, ამ საკითხსაც ეჭვქვეშ აყენებს. მათ შორისაა Nissan Leaf-ის მფლობელი, რომელმაც გადაწყვიტა თავისი გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა.
ბრიტანელმა იუთუბერმა, არჩევანი ბიუჯეტურ, 2014 წლის Nissan Leaf-ზე შეაჩერა. თანაც ელექტრომობილი მეორადი მანქანების ბაზარზე, სულ რაღაც $3.5 ათასად შეიძინა. თუმცა 100 დღეც არ იყო გასული, რომ მიხვდა - დიზელის ძრავიდან ელექტრომობილზე გადასვლა მხოლოდ მანქანის დამუხტვითა და ჩართვით არ შემოიფარგლებოდა.
მეორადი Nissan Leaf-ით 100 დღის გატარების შემდეგ, მძღოლმა ყველა ხარჯის დათვლა დაიწყო, რათა რეალურად დაენახა, მართლა ისეთი ბიუჯეტური იყო თუ არა EV, როგორც ეუბნებოდნენ.
თუმცა რეალურად, ხარჯების სერია პირველი დღიდანვე დაიწყო. მხოლოდ 155 აშშ დოლარი მან დამუხტვის გაფართოების კაბელზე, ადაპტერზე და MagSafe ტელეფონის სამაგრზე დახარჯა. ამას კი, დაზღვევის ხარჯებიც დაემატა. წელიწადში $550, რაც თვიურად დაახლოებით $46-ია. ხოლო ელექტრომობილის საგზაო გადასახადი წელიწადში 24 დოლარია.
როდესაც საქმე ელექტრომობილის საჯარო სადგურებზე დამუხტვას ეხებოდა, იუთუბერმა დაახლოებით 500 კილომეტრის დასაფარად $47 დახარჯა. თუ ალექსის საცხოვრებელ ადგილსაც გავითვალისწინებთ, ეს ფასი ბევრად უფრო ახლოსაა ბენზინისა და დიზელის ფასთან, ვიდრე იმ კაპიკებთან, რომელსაც ელექტრომობილების მფლობელებს პირდებიან.
მთავარი დანაზოგი კი, ელექტრომობილის მფლობელმა Nissan-ის სახლში დამუხტვით მიიღო. ამ შემთხვევაში, ალექსმა 1 500 კილომეტრზე მეტი გაიარა და ეს მხოლოდ 43 აშშ დოლარი დაუჯდა. ასე რომ, საერთო ჯამში, მისი ყოველთვიური ხარჯი, თავისი პატარა ზომის პატარა Nissan Leaf-ით თვეში $77-ს შეადგენდა, რაც არც თუ ისე ცუდია, თუ ბიუჯეტურ ელექტრომობილს ეძებთ. თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ განსხვავებისთვის, ელექტრომობილი სჯობს სახლში დამუხტოთ.