სუპერქარები, ჯეი ლენო, ავტოკოლექცია, ფერარი, მაკლარენი, ფერარის შავი სია
Aa
Aa

200 ავტომობილი და არცერთი Ferrari | რატომ არ ყიდულობს ჯეი ლენო Ferrari-ის?

ცნობილი ტელეწამყვანი და კომიკოსი ჯეი ლენო ალბათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი გამორჩეული ავტოენთუზიასტიცაა. ამაზე მეტყველებს მისი ავტომობილების კოლექციაც, რომელიც 200 ერთეულამდე მანქანას აერთიანებს. თუმცა ამ ავტომობილებს შორის Ferrari-ის ვერცერთ მოდელს ვერ შეხვდებით.

McLaren-ებიდან დაწყებული Lamborghini-ებით დამთავრებული, ვინტაჟური Duesenberg-ები და თვით რეაქტიული მოტოციკლიც კი - ლენოს კოლექციის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. და იმის მიუხედავადაც, რომ ლენო ელეგანტური იტალიური სუპერქარების ძრავების შესანიშნაობასაც აღიარებს, მას უბრალოდ საკუთარი კოლექციისთვის ერთი Ferrari-ის შეძენაც კი არ სურს.

ერთ-ერთ პოდკასტში ჯეი ლენომ Ferrari-ების მიმართ მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და იტალიური ბრენდის ავტომობილები  „შესანიშნავ მანქანებადაც“ მოიხსენია. თუმცა ისიც თქვა, რომ გადაწყვეტილება არ შეიძინოს მათი მოდელები კონკრეტული მიზეზების გამო მიიღო, რაც კომპანიის მხრიდან მომხმარებლებთან დამოკიდებულებას უკავშირდება.  

ჯეი ლენოს თქმით, Ferrari-ის მომხმარებლებისთვის ძალიან ბევრი VIP-რგოლი აქვს, რომელთა გადალახვაც შეუძლებელია: „მე უბრალოდ არასდროს მომწონდა დილერებთან ურთიერთობა“, - თქვა მან. „არ მინდა კონვერტში 25 000 გადავიხადო“.

ამის სანაცვლოდ კი, მან ისეთი ბრენდები შეაქო, როგორიცაა McLaren, რომელმაც მას P1 ზედმეტი აურზაურის გარეშე მიჰყიდა. მისი თქმით, მან McLaren-ს უბრალოდ ფული მისცა და სანაცვლოდ ავტომობილიც მიიღო.

ამ ყველაფერთან ერთად კი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Ferrari-ის ე.წ. „შავი სიაც“ აქვს, რომელშიც მისთვის არასასურველი მფლობელი შეჰყავს. ამ სიაში უამრავ ცნობილ ადამიანსაც შევხვდებით, რომელთაც იტალიური ბრენდი თავის ავტომობილს აღარასდროს მიჰყიდის.

 

მსგავსი სიახლეები